როგორ მოვამზადოთ ყაურმა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ყაურმა

 

გულ-ღვიძლი გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ წვრილად. მწვანილი, მწვანე წიწაკა და ნიორი დავნაყოთ ან დავჭრათ წვრილად.

 

პირველ რიგში, მოვშუშოთ ხახვი კარაქში და დავასხათ ღვინო, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი და ვამზადოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.

 

შემდეგ დავამატოთ გადადუღებული წყალი ან ბულიონი დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა. ყაურმა არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი.

 

ბოლოს დავამატოთ მწვანილი, ხმელი ქონდარი, მწვანე წიწაკა, ნიორი, ხელით დაფშვნილი დაფნა, მარილი და შავი პილპილი.

 

სეზონზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი ქონდარი 20 გრამის ოდენობით.