როგორ მოვიშოროთ კოშმარული სიზმრები - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ კოშმარული სიზმრები

საფეხური პირველი: დაჯექით მოხერხებულად, მოეშვით. შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ ნებისმიერი საშუალება, ყველაზე ხშირად კი პაციენტებს ვურჩევთ, შეიგრძნონ საკუთარი სუნთქვა და სწორედ მასზე შეაჩერონ ყურადღება. შეიგრძენით ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. დაბინდეთ გონება ისე, თითქოს დასაძინებლად ემზადებოდეთ.

საფეხური მეორე: დახუჭეთ თვალები, უყურეთ კოშმარულ სიზმარს ხელახლა და მთლიანად განიცადეთ ის, რასაც ძილში განიცდით, ოღონდ ამ დროს ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე და არა სიზმრის შინაარსზე.

საფეხური მესამე: ჩახედეთ შიშს თვალებში, შეიმეცნეთ, რისი გეშინიათ ყველაზე მეტად და რას უფრთხით, განაწყვეთ თავი მის დასამარცხებლად.

საფეხური მეოთხე: წარმოსახვაში მიეცით საშინელი სიზმრების გმირებს იმის საშუალება, აკეთონ, რაც უნდათ, წარმოიდგინეთ, რომ ამას შორიდან უყურებთ და შემდეგ ყოველივეს ვიღაცას უყვებით.

საფეხური მეხუთე: კარგად გაიაზრეთ, რას გთავაზობთ კოშმარული სიზმრის ისტორია, რამდენად შეუძლია მას თქვენი ცხოვრების შეცვლა და რამდენად არის ეს შესაძლებელი.

თუ ყოველივეს ბოლომდე გააზრებას შეძლებთ, აუცილებლად იპოვით გზას, კოშმარი თქვენს მოკავშირედ აქციოთ, რათა მისი ხელმეორედ ნახვა ყოველგვარი ნეგატიური გრძნობისა და ემოციის გარეშე შეძლოთ.

წაიკითხეთ, თუ რა იწვევს კოშმარულ სიზმრებს mkurnali.ge-ზე