როგორ ვისარგებლოთ ზონალურ-საათობრივი პარკირების მობილური აპლიკაციით
მომხმარებლის რეგისტრაცია
სისტემაში შესასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.რეგისტრაციისთვის აუცილებელი ველები.
- მომხმარებლის სახელი;
- მობილურის ნომერი;
- პაროლი (უნდა შეიცავდეს მინიმუმ 6 სიმბოლოს);
- გაიმეორეთ პაროლი
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს sms შეტყობინებას „მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილია ვერიფიკაციის კოდი“, კოდის შეყვანის შემდეგ შეიქმნებამომხმარებლის პროფილი მაგ. TP-123456789 ფორმატით ( TP არის ფიქსირებული სიმბოლოდა 9 ციფრი);
მომხმარებლის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჭიროა ავტორიზაციის გავლა:
- მომხმარებლის სახელი;
- პაროლი.
აღნიშნული ველების ქვემოთ არის მოსანიშნი ველი„დამახსოვრება“. არასავალდებულო, მოსანიშნი ველი.მისი გააქტიურებისას სისტემა დაიმახსოვრებს მომხმარებლისსახელს და მომდევნო ჯერზე ავტორიზაციის ფორმის გახსნისასდახვდება დამახსოვრებული.პაროლის დავიწყების შემთხვევაში შესაძლებელია პაროლისაღდგენა.„პაროლის აღდგენა“ - უნდა მიეთითოს მომხმარებლის სახელი,ახალი პაროლი და ვერიფიკაციის კოდი (რომელიც გამოიგზავნება მობილურ ტელეფონზე).
პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას „წარმატებითშეიცვალა პაროლი“.
მთავარი მენიუ
- ბალანსის შევსება;
- ავტომობილის დამატება;
- პარკირების ისტორია;
- პარამეტრები;
- გამოსვლა.
ბალანსის შევსება
ბალანსის შესავსებად მომხმარებელი უთითებს თანხას და აჭერს ღილაკს „ბარათით გადახდა“. ამის შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ბანკის სისტემაში, სადაც უნდამიუთითოს:ბარათის ნომერი - ბარათის წინა მხარეს დატანილი 16 ნიშნა ნომერი.მოქმედების ვადა - ბარათის წინა მხარეს დატანილი თარიღი: თვე და წელი.CVC2 / CVV2 – ბარათის უკანა მხარეს დატანილი რიცხვის ბოლო სამი ციფრი.და ბოლოს ღილაკი გადახდა.
წარმატებული ტრანზაქციის შემთხვევაში გამოჩნდება შეტყობინება „ბალანსი შევსებულია“ დაასევე შეტყობინება „გსურთ თუ არა ბარათის დამახსოვრება?“ თანხმობის შემთხვევაში მოხდებაბარათის დამახსოვრება, რაც ყოველ მომდევნო ჯერზე ამარტივებს ბალანსის შევსებისპროცესს. შესაძლებელი იქნება დამახსოვრებული ბარათის ამორჩევა და აღარ იქნება საჭირობარათის 16 ნიშნა კოდის აკრეფა,
ავტომობილის დამატება
პარკირების აპლიკაციით სარგებლობისთვის, პირველ რიგში საჭიროა ავტომობილის დამატება. ავტომობილის დასამატებლად ველში „ავტომობილის ნომერი“ უნდა ჩაიწეროს ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, ველში „სახელის დარქმევა“, ავტომანქანის მოდელი ან რაიმე სხვა ტექსტი. ეს ველი არისარასავალდებულო ველი. შესაძლებელია რამდენიმე მანქანის წინასწარ დამატება, კორექტირება და წაშლა.
კონკრეტული ავტომანქანისთვის უფასო ლოტების სანახავადსაჭიროა ამოირჩიოთ „უფასო ლოტები“.
პარკირების დაწყება
მომხმარებელს სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას უფასო 15 წუთით სარგებლობაშეუძლია დღე-ღამის განმავლობაში 4-ჯერ სხვადასხვა ლოტზე.იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაარკვიოს რამდენჯერ ისარგებლა უფასო 15 წუთით 24 საათისგანმავლობაში, ეკრანის ზედა კუთხეში მოთავსებულია უფასო 15 წუთის პარკირებები ოდენობისმანიშნებელი ნიშანი. ყოველი უფასო 15 წუთის გამოყენების შემდეგ, დარჩება შესაბამისრაოდენობის ნიშანი.
ღილაკი „პარკირების დაწყების“ გააქტიურების შემდეგ ჩაირთვება ტაიმერი დაგამოჩდება ღილაკი „პარკირების დასრულება“.- თუ პარკირება გააქტიურებულია ავტომანქანის წაშლა ან/და კორექტირება ვერ მოხერხდება.- თუ პარკირება დაწყებულია Tp.ge ვებ აპლიკაციიდან, პარალელურად იგივე პროცესი აისახებამობაილ აპლიკაციაში და პირიქით.- თუ ტელეფონი წყვეტს ინტერნეტ კავშირს და „პარკირების დაწყება“ გააქტიურებულიამომხმარებლის ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრა გრძელდება, სანამ არ მოხდება პარკირებისდასრულება. ასეთ შემთხვევაში „პარკირების დასრულება“ შესაძლებელია ვებ აპლიკაციიდანTp.ge.- ეკრანის ზედა კუთხეში მოთავსებულია არსებული ბალანსის რაოდენობა.
(SMS) მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი
- პარკირება დაწყებისას გაიგზავნება sms შეტყობინება - „თქვენ დაიწყეთ ზონალურ საათობრივი პარკირება X ლოტზე X დროს“
- უფასო 15 წუთის ვადის გასვლის შემდეგ გაიგზავნება sms შეტყობინება - „უფასო 15 წუთიანიდროის გამოყენების ვადა ამოიწურა“
- პარკირების დაწყებიდან ყოველი 30 წუთის შემდეგ გაიგზავნება sms შეტყობინება - „თქვენჩართული გაქვთ ზონალურ-საათობრივი პარკირება“
- პარკირება დასრულების დროს გაიგზავნება sms შეტყობინება - „თქვენ დაიწყეთ ზონალურსაათობრივი პარკირება X ლოტზე X დროს“
- ბალანსის ამოწურვამდე თუ ანგარიშზე დარჩენილია 30 თეთრი ან 30 თეთრზენაკლები გაიგზავნება შეტყობინება - „ზონალურ-საათობრივი პარკირების საფულეშიბალანსი იწურება“
პარკირების დასრულება
პარკირების პროცესის შეწყვეტა ხდება ღილაკი „პარკირების დასრულებით“.თანხის დაანგარიშება ხდება პარკირების ლოტისა და დროის მიხედვით.
ღილაკი „დასრულების“ - გააქტიურების შემდეგ დაფორმირდება გადახდის ინფორმაცია,რომელიც აისახება გადახდების ისტორიაში. გადახდის ინფორმაციაზე ასახულია:
- ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი;
- პარკირების დაწყების დრო;
- პარკირების დასრულების დრო;
- პარკირების ლოტის ნომერი;
- პარკინგზე დგომის ხანგრძლივობა;
- გადახდილი თანხა.
წყარო: parking.tbilisi.gov.ge