როგორ გამოვცვალოთ წყალი აკვარიუმში
ონკანის წყალი უნდა გაიწმინდოს ქლორისგან. ამიტომ, ის 2 დღე უნდა დადგათ ოთახში.
თევზები დროებით გადაიყვანეთ ქილაში (ან პატარა მრგვალ აკვარიუმში) აკვარიუმის წყლიანად. შეეცადეთ, რომ სუფთა ჭიქით ამოიღოთ აკვარიუმის წყლის 25%-30%.
თუ პატარა ზომის აკვარიუმი გაქვთ, ფრთხილად გადააქციეთ დარჩენილი წყალი და თბილი წყლით გამორეცხეთ აკვარიუმი. არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და საპონი. უბრალოდ, სუფთა ნაჭრით გაწმინდეთ აკვარიუმის კედლები შიგნიდან.
თუ აკვარიუმის ძირში გაქვთ კენჭები, ამოიღეთ ისინი ბადე საწურზე და გამდინარე წყალში გარეცხეთ. შემდეგ, ისევ ჩააბრუნეთ გარეცხილ აკვარიუმში.
თუ გაქვთ ხელოვნური მცენარეები, ისინიც გამდინარე წყალში გარეცხეთ. გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნური დეკორაციები თევზებისთვის ტოქსიკური და საზიანოა. ასევე ქვებიც, ისინი მხოლოდ ზოომაღაზიაში უნდა შეიძინოთ.
გაამშრალეთ აკვარიუმის კედლები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცით და ჩაასხით ნადგამი წყალი.
ჩააბრუნეთ თევზები გადანახული აკვარიუმის წყლიანად შიგნით. გაითვალისწინეთ კონკრეტული თევზებისთვის წყლის ტემპერატურა.
იხილეთ: როგორ მოვუაროთ აკვარიუმს