როგორ გავაგრილოთ მზეში გაჩერებული მანქანა
საქარე მინის დასაჩრდილებელი: საქარე მინის საფარს ორი დანიშნულება აქვს. როდესაც გარეთ ცხელა, ის ინარჩუნებს სიგრილეს გაჩერებული მანქანის სალონში. ასევე, იცავს თქვენს მანქანას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, რომელსაც შეუძლია დაბზაროს პლასტმასის პანელი და გაახუნოს მანქანის სავარძლების ტექსტილი და ინტერიერი.
ფანჯრის ჩრდილსაფარები: ისინი მუშაობენ ისევე, როგორც საქარე მინის საფარი, უბრალოდ, მაგრდება გვერდითა ფანჯრებზე და შეიძლება დარჩეს მანქანის მართვის დროს, რათა მზე არ მიადგეს უკანა სავარძელს.
სავარძლის საფარი: მანქანის სავარძლის საფარი იცავს სავარძლებზე ქსოვილს გაუფერულებისგან და ძლიერი გახურებისგან, ასევე იცავს ღვედებს გახურებისგან.
არის სავარძლის გადასაფარებლები, რომლებიც ფარავს სავარძლებს მთლიანად, ან სრული ულტრაიისფერი სხივებისგან დაცული გადასაფარებლები, რომლებიც ფარავს ცალკეულ სავარძელს, ან ბავშვის მანქანის სავარძელს.
საჭის საფარი: თქვენი საჭის საფარი საკმარისად გრილს შეინარჩუნებს, რათა ზაფხულის სიცხეში ხელები არ დაიწვათ.
იხილეთ: როგორ გავაღოთ მანქანის კარი გასაღების გარეშე
წყარო: ehow.com