როგორ დავძლიოთ ღამით სახლში მარტო ყოფნის შიში - rogor.ge

როგორ დავძლიოთ ღამით სახლში მარტო ყოფნის შიში

მარტოობის ან შიშის გრძნობა ნორმალურია, განსაკუთრებით მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა, არსებობს უამრავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ღამის გამოცდილება.

საკუთარი თავის მოვლის პრაქტიკა. გადაიტანეთ თქვენი აზრები და გრძნობები დღიურში. თუ გაწუხებთ ღამით მარტო ყოფნა, შეიძლება იგრძნოთ შიში, შფოთვა ან ნერვიულობა. ჩაწერეთ დღიურში რასაც გრძნობთ, რათა თვალყური ადევნოთ თქვენს ემოციებსა და გრძნობებს.

ჩართეთ დამამშვიდებელი მუსიკა. როცა სახლში მარტო ხარ, შეგიძლია მოუსმინო რასაც გინდა! აირჩიეთ თქვენი საყვარელი სიმღერა და ჩართეთ ის ხმამაღლა ან მოუსმინეთ ყურსასმენში, რომ იცეკვოთ და იმღეროთ. თუ გვიანია და მეზობლები შენთან ახლოს ცხოვრობენ, ყურსასმენები კარგი გამოსავალია.

1-1657722113.png

კუნთების რელაქსაცია შფოთვის შესამცირებლად კარგი გზაა. ჩაისუნთქეთ და დაჭიმეთ კუნთები რაც შეიძლება ძლიერად, შემდეგ გააჩერეთ 5-დან 10 წამამდე. ამოისუნთქეთ კუნთების მოდუნებისას, დაელოდეთ 10-დან 20 წამამდე, სანამ გადახვალთ კუნთების შემდეგ ჯგუფზე. თქვენ ამით შეგიძლიათ ყურადღების გადატანა და შემაშფოთებელი აზრებიც ნაკლებად მოგივათ თავში.

2-1657722123.png

თავი აარიდეთ უარყოფით აზრებს. შეიძლება ადვილად მოგეძალოთ ნეგატიური გრძნობები, როცა მარტო ხართ. ამ აზრების თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ, როგორიცაა:

  • კარგი წიგნის კითხვა;
  • ახალი ხელობის ცდა;
  • მედიტაცია;
  • კულინარია.

3-1657722132.png

გააკეთე რამე პროდუქტიული. თქვენ შეგიძლიათ პროდუქტიულად გამოიყენოთ დრო, გააკეთოთ სახლის სამუშაო ან დაკავდეთ ჰობით. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა სცადოთ, ვარჯიშის შემდეგ შეიძლება თავი ნამდვილად პროდუქტიულად იგრძნოთ.

ძილის წინ ჩაკეტეთ ყველა კარი და ფანჯარა. დაუთმეთ რამდენიმე წუთი თქვენი სახლის დათვალიერებას და შეამოწმეთ, რომ ყველაფერი ჩაკეტილია. ამის შემდეგ მშვიდად დაიძინებთ. თუ გსურთ დამატებითი უსაფრთხოება, დააყენეთ კამერა სახლის გარეთ.

kar-1657722142.png

გაიცანით მეზობლები, რათა დაინტერესდნენ თქვენი უსაფრთხოებით. ყოველთვის სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ გყავს ვინმე, ვისაც შეგიძლია მიმართო საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. გაეცანით თქვენს ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს და თუ გსურთ, გაცვალეთ ტელეფონის ნომრები. ეს ასევე შესანიშნავი გზაა ახალი მეგობრების შესაძენად.

bol-1657722152.png

დატენეთ ტელეფონი და შეინახეთ ახლოს. ძილის დროს ღამით მაგიდაზე ტელეფონის ახლოს დადება კარგი გამოსავალია. დარწმუნდით, რომ ის დატენილია (ან იტენება). თუ ტელეფონი ახლოს გაქვთ, თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ დაძინების პროცესში.

boloooooo-1657722161.png

როგორ დავიძინოთ საშინელებათა ფილმის ნახვის შემდეგ - 6 მეთოდი

წყარო: wikihow.com