როგორ გამოვიყენოთ ყავის ნალექი ყოველდღიურ ყოფაში
ნალექი საუკეთესოა ქოთნის ყვავილებისთვის. ის შეგიძლიათ აზალიის, როდოდენდრონის, ჰორტენზიის, კამელიის გრუნტში შეურიოთ.
ყავის ნალექს ტანისა და სახის სკრაბად გამოიყენებთ, ხოლო თუ ზეითუნის ზეთს აურევთ, დამატენიანებელ ნიღაბს მიიღებთ.
ყავის ნალექი კარგი აბაზიული საშუალებაა, საუკეთესოდ ასუფთავებს ჭურჭელს, ნიჟარას, მილებს.
თუ გსურთ, მუქი ფერის თმას ბზინვარება მიანიჭოთ, ახალმომზადებული გაგრილებული ყავა გადაივლეთ თმაზე.
როგორ შევიღებოთ ჭაღარა და მივიღოთ ლამაზი შოკოლადისფერი ტონი, ბუნებრივი ყავის ნაყენით
ნალექი შეგიძლიათ გააშროთ და საშეს დასამზადებლად გამოიყენოთ. მას კი არომატისთვის კარადაში ან თეთრეულის ყუთში მოათავსებთ. ახლა კი ორიოდე რჩევა მათთვის, ვისაც შინ ყავის მარცვლები დაუგროვდა, მათი დაფქვა და ყავის დალევა აღარ შეიძლება, გადასაყრელად კი გენანებათ.
ყავის მარცვლებისგან შეგიძლიათ არომატული ნახატები დაამზადოთ.
ყავის მარცვლები იდეალური დამჭერია კოსმეტიკური ფანქრებისა და ფუნჯებისთვის.
თუ ნალექით ქოთნის ყვავილებს კვებავთ, მარცვლებით ქოთნების მოლამაზება შეგიძლიათ.
მინის ან კერამიკულ ფიალაში ჩაყარეთ ყავის მარცვლები, მოათავსეთ მასში სანთელი და ყავის არომატი მთელ ოთახში დატრიალდება.
წყარო: marao.ge