როგორ მოვემზადოთ პლაჟზე გასასვლელად
სანაპიროზე გასვლამდე დაგჭირდებათ საცურაო კოსტუმის, შლოპანცების და მზისგან დამცავი საშუალებების შეძენა.
დაფიქრდით რამდენი ნივთის წაღებას აპირებთ სანაპიროზე. სწორედ ეს განსაზღვრავს პლაჟის ჩანთის ზომას. პლაჟის ჩანთა, რომელიც ძალიან დიდია, შეიძლება არაკომფორტული იყოს სატარებლად, ძალიან პატარა ჩანთაში კი შესაძლოა ყველა ნივთი ვერ ჩადოთ. ამიტომაც ეცადეთ აარჩიოთ საშუალო ზომის ჩანთა.
თან წაიღეთ ტანსაცმლისა და პლაჟის თეთრეულის დამატებითი ნაკრები. აირჩიეთ ღია ფერის საცურაო კოსტიუმები, რადგან ღია ფერები ნაკლებად შთანთქავს მზის შუქს, ან კომფორტული საცურაო შორტები. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი თქვენს მანქანაში ან სასტუმროს ნომერში (თუ თქვენ დაბინავდებით სასტუმროში). ზოგიერთი პლაჟი ყველანაირად კეთილმოწყობილია, გამოსაცვლელი კაბინებითა და საშხაპეებით. "შლოპანცები" იდეალურია სანაპიროზე წასასვლელად, მაგრამ უმჯობესია გაიხადოთ ისინი ქვიშაში სიარულისას.
როდესაც სანაპიროზე მიდიხართ, აუცილებლად იქონიეთ თან მზისგან დამცავი საშუალება. თან წაიღეთ მზისგან დამცავი კრემი ან სპრეი თქვენი სხეულის დასაცავად. წაიღეთ ქოლგა. სასტუმროების უმეტესობის პლაჟები აღჭურვილია ქოლგებით და შეზლონგებით, ზოგჯერ მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ მათი გამოყენება. სათვალე ასევე აუცილებელია, რადგან ის იცავს თქვენს თვალებს მზისგან.
წაიღეთ წასახემსებელი. თუ პლაჟზე დიდხანს აპირებთ ყოფნას, წაიღეთ წასახემსებელი. ხილი იდეალური ვარიანტია.
თუ გსურთ მუსიკის მოსმენა სანაპიროზე, მაშინ თან იქონიეთ ყურსასმენები, რათა სხვა ადამიანები არ შეაწუხოთ. ასევე, შეგიძლიათ წაიღოთ ჩანთა წყლით ან გამაგრილებელი სასმელებით. თუ მთელი დღე მზეზე დარჩენას გეგმავთ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად მაღალია დეჰიდრატაციის რისკი ასეთ შემთხვევებში. წყლის ბოთლი წინასწარ მოათავსეთ საყინულეში და გაყინეთ. ასე, მალე არ გათბება მზეზე.
წყარო: wikihow.com