დილის 5 ჩვევა, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ - rogor.ge

დილის 5 ჩვევა, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ

გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს

დღის რეჟიმი - ორგანიზმის ყველა სისტემის სწორი ფუნციონირების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს, რომ უკეთ აკონტროლოთ მადა და შესაბამისად, წონაც.

არ დაგავიწყდეთ წყალი

წყალი აუცილებლად უნდა სვათ მთელი დღის მანძილზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დილით დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ნაჭერი და 1 ჩ/კ. თაფლი. ეს დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში, რაც წონის კლებაზეც აისახება.

ისაუზმეთ

ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ტოვებენ საუზმეს, დღის მანძილზე უფრო ბევრს ჭამენ. ორგანიზმი ვერ ასწრებს კალორიების გახარჯვას. შედეგად, ცხიმი გროვდება წელის, მუცლის და ბარძაყების არეში.

დაივიწყეთ ტკბილეული და ნამცხვრები საუზმეზე

ფრანგული სტილის საუზმე, კრუასანების და სხვა ტკბილი გამომცხვარი დესერტების სახით, დროთა განმავლობაში თქვენს სხეულზე უარყოფითად აისახება. ამასთან, ასეთი ჩვევის შემდეგ, ერთ-ორ საათში კვლავ მოგშივათ.

მიიღეთ მეტი ცილა საუზმეზე

მოხდენილობის მეორე საიდუმლო - არის ცილებით მდიდარი საუზმე. ომლეტი ბოსტნეულით, ხაჭო თხილებით, ან მთელმარცვლიანი პურის ნაჭერი ნაკლებმარილიანი ორაგულით, საკმარის ენერგიას მოგცემთ პროდუქტიული დღისთვის და არ მოგიმატებთ ზედმეტ წონას.