როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საზაფხულო სალათი ნესვით, მოცარელითა და პროშუტოთი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი საზაფხულო სალათი ნესვით, მოცარელითა და პროშუტოთი

მომზადების წესი:

რუკოლა გარეცხეთ და კარგად გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

ნესვს მოაშორეთ ქერქი და კურკები, დაჭერით აკურატულად, თანაბარი ზომის კუბიკებად.

მოცარელა ამოიღეთ წვენიდან. თუ დიდი ბურთულებია, გაჭერით შუაზე.

დიდ თეფშზე დადეთ რუკოლა, ბუდესავით დახვეული; პროშუტოს ნაჭრები, ნესვი და მოცარელა.

მოამზადეთ სოუსი: ზეითუნის ზეთს შეურიეთ ბალზამიკოს ძმარი, თაფლი და ბაზილიკი. დაუმატეთ ცოტა მარილი და მსუბუქად დააბლენდერეთ.

სალათს მოასხით სოუსი, ფრთხილად ამოურიეთ და მორთეთ სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!