როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანის ფხვნილის ჩასაყრელი კოლოფი
წყალბადის ზეჟანგი
ჩაასხით ზეჟანგი პლასტიკატის ბოთლში. დაუმატეთ გახეხილი საპონი და სოდა. კარგად აურიეთ ერთმანეთში, რომ საპონი გაზავდეს. შემდეგ კოლოფი მოათვსეთ ჯამში და ეს სითხე გადაასხით. ნახევარ საათში სველი ღრუბლით გაწმინდეთ.
სოდა და ძმარი
გამოიღეთ კოლოფი მანქანიდან. მოაყარეთ სოდა და ზემოდან დაუმატეთ ძმარი. ნივთიერებები რეაქციაში შევა. შემდეგ კი ფრთხილად გაწმინდეთ, რომ ხელი არ დაიწვათ.
ლიმონმჟავა
ჩაყარეთ 2-3 კოვზი ლიმონმჟავა კოლოფში და მანქანა ჩართეთ სარეცხის გარეშე, 60 გრადუსზე. გარდა იმისა, რომ გაიწმინდება, მსუბუქ ლიმონის სუნსაც დატოვებს მანქანაში.
წყარო: shin.ge