როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაძინებას - rogor.ge

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაძინებას

რა ასაკში მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ჩაძინებას?

6-8 კვირიდან უკვე შესაძლებელია შევუქმნათ პატარას დამოუკიდებლად ჩაძინების პირობები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

როდესაც ბავშვი არ "იგროვებს" უძილობას და არ ხდება აგზნება ღვიძილის დროს, ის სწრაფად იძინებს და უკეთაც სძინავს. მას ბუნებრივად უყალიბდება თვითდამშვიდების უნარი. მაგრამ თუ ბავშვს უკვე ჩამოუყალიბდა ჩვევა რომელიმე კონკრეტული მეთოდით (მაგ: ხელში დარწევით) და მშობელს სურს სიტუაციის შეცვლა, მაშინ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია დამოუკიდებელი ჩაძინების სწავლებით. ასეთი მეთოდების გამოყენება რეკომენდებულია წლი-ნახევრის ასაკში. ცალკე ოთახში გადაყვანა უსაფრთხოების გათვალისწინებით ხშირად ხდება 2-3 წლის ასაკში.არასოდეს გამოიყენოთ მეთოდი: "იტირებს, დაიღლება და დაეძინება"- მაშინაც კი, თუ ძალიან დაიღალეთ და ნერვებმა გიმტყუნათ.

ჩეძინება არის უნარი, რომელსაც სჭირდება სწავლა

ბავშვების უმრავლესობა 3-4 წლის შემდეგ თვითონ "არეგულირებს" ჩაძინების პრობლემას: საათობით სძინავთ, ღამე რამდენიმეჯერ ითხოვენ წყალს ან საკვებს. ასეთ შემთხვევაში ოჯახს არ სძინავს წლობით.

დამოუკიდებელი ჩაძინება - არის უნარი, რომელსაც ბავშვი სწავლობს, მშობელი კი ასე თუ ისე ეხმარება. ხშირად ეს შეძენილი უნარია და არა თანდაყოლილი.რჩევა - "მოუნდება ძილი - თვითონ დაიძინებს"- შეიძლება თქვენი ოჯახისთვის ერთ-ერთ მავნე ჩვევად იქცეს. აგზნებული ბავშვი იძინებს ცრემლების და წინააღმდეგობის, ასევე მშობლების ნერვებისა და გაღიზიანების ფონზე.

7 ნაბიჯი საწოლისკენ

ბავშვი ეჩვევა იმ პირობებს, რომელშიც იძინებს: კვება, რწევა და დედასთან ჩახუტება. თუ ის მიეჩვია თქვენთან ერთად ძილს, დასაწყისისთვის უნდა მოვამზადოთ "გადასაბარგებლად" ცალკე ოთახში და ამის შემდეგ ვიმოქმედოთ შესაბამისად.გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  1. მოიგონეთ თქვენთვის და ბავშვისთვის რაიმე სასიამოვნო რიტუალი და გამოიყენეთ ის ყოველდღე. ეს შეიძლება იყოს ზღაპრების კითხვა, აუდიო წიგნი, მასაჟი, იავნანა. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება გამოიყენოთ თოჯინები, რომლებსაც ბავშვი თვითონ დააწვენს დასაძინებლად.
  2. გაითამაშეთ მინი სპექტაკლი საწოლზე. "გადაბარგებამდე" რამდენიმე დღით ადრე მოუყევით ისტორია იმაზე, თუ როგორ მოხდება ეს. შეიძლება ეს გააკეთოთ მისი საყვარელი თოჯინის სახელით.მანამ, სანამ ბავშვს გადაიყვანთ ცალკე ოთახში, დიდი დრო გაატარეთ იქ მასთან ერთად.
  3. თვითონ დაალაგებინეთ სათამაშოები თაროზე, მოაწყვეთ ექსკურსია თოჯინებით იმ ოთახში, ერთად შეარჩიეთ საწოლის თეთრეული.
  4. არ მიაჩვიოთ სანათს. ხშირად ბავშვებს არ სურთ შუქის გამორთვა ოთახში. ჩართეთ ეს პუნქტი ჩაძინების რიტუალში. მოიგონეთ ზღაპარი შუქზე, უთხარით, რომ დაიღალა და ღამე ისიც იძინებს. მთავარია, რომ სანათურით ძილი არ გადაიქცეს ჩვევად.
  5. ბავშვი უნდა დააძინოს ერთმა ადამიანმა. მაგალითად, მან იცის, რომ აძინებს მხოლოდ დედა, რომ ოთახში მის გარდა არავინ შემოვა, არავინ გაართობს. ასე ბავშვი სწრაფად ჩაიძინებს. როდესაც გაივლის ადაპტაციას ახალ ოთახში, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს მისი დაძინება.
  6. გამოიყენეთ უსაფრთხო მეთოდები დამოუკიდებლად ჩაძინებისთვის.
  7. როდესაც ბავშვი მიეჩვევა თქვენი თანდასწრებით თავის ოთახში დაძინებას, შეგიძლიათ თანდათან მიუახლოვდეთ კარს და ბოლოს საერთოდ გახვიდეთ. დაბრუნდით ოთახში მხოლოდ ბავშვის თხოვნის შემდეგ, რათა მან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. ნუ ეცდებით რაც შეიძლება მოკლე დროში მიაჩვიოთ დამოუკიდებლად დაძინებას - ამის გამო ის ინერვიულებს და ეცდება დიდხანს არ გაუშვას დედა ოთახიდან.

შეამოწმეთ ბავშვის ემოციური დატვირთვა

შესაძლებელია მოზღვავებული შთაბეჭდილებები ხელს უშლიდეს მშვიდად ჩაძინებაში. შეიძლება რაღაც ანერვიულებს ან რაღაცის ეშინია. იმისათვის, რომ ბავშვმა დაიწყოს სტაბილურად და სწრაფად ჩაძინება, სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა ტემპერამენტით და ხასიათით, საჭიროა 2-დან 4 კვირამდე. ზოგჯერ დამოუკიდებელი ჩაძინება, რომელიც თვეობით და წლობით გრძელდებოდა, 3 დღეში შეიძლება მოგვარდეს.მშობლებო, ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც თქვენი მხრიდან დიდ ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ შედეგი ამად ღირს!

წყარო: mshoblebi.ge