როგორ მოვამზადოთ სოკოს კრემ-სუპი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სოკოს კრემ-სუპი

მომზადება:

ხახვი დაჭერით წვრილად და დაჭერით ნიორიც. გაადნეთ კარაქი ღრმა ქვაბში საშუალო ცეცხლზე. ტაფაში გადაიტანეთ ხახვი, ნიორი. მოთუშეთ გამჭვირვალობამდე, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი სოკო და მოთუშეთ 15 წუთის განმავლობაში, დროდადრო ურიეთ.

დაამატეთ ფქვილი და კოვზით კარგად მოურიეთ.

ჩაასხით 4 ჭიქა ბულიონი და ხის კოვზით ამოურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

ცხელ წყალში ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი, სოიოს სოუსი და ქონდარი. ჩაასხით ქვაბში და ამოურიეთ. ხარშეთ სუპი დაბალ ცეცხლზე 30 წთ.

ამოიღეთ დაფნის ფოთლები. 3 ჭიქა გადაასხით ბლენდერში და დააბლენდერეთ. შემდეგ, უკან ქვაბში გადაიტანეთ და აურიეთ. წვნიანს დაუმატეთ ნაღები და გემრიელად მიირთვით!