როგორ შევწყვიტოთ მუშაობა ზარმაცი კოლეგის ნაცვლად
დაფიქრდით, კონკრეტულად რაში აფარებთ ხელს თქვენს კოლეგას. დიდი განსხვავებაა თქვენი გუნდის წევრის მხარდაჭერასა და სხვისი საქმის შესრულებას შორის. თუ გამუდმებით ეხმარებით, ეს შეიძლება იმდენად შორს წავიდეს, რომ ვერ გაიაზროთ რას აკეთებთ. აქ მოცემულია რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ზედმეტად ეხმარებით თქვენს ზარმაცი კოლეგას:
თქვენ ასრულებთ დაუმთავრებელ პროექტებს, რომლებზეც ის არის პასუხისმგებელი, რათა თქვენი გუნდი ცუდად არ გამოჩნდეს.
რა თქმა უნდა, დაპირდა დავალების დროულად შესრულებას, მაგრამ ვადის მოახლოებისთანავე გაირკვა, რომ ასე არ მოხდებოდა.
თქვენ ასრულებთ პროექტებს, რადგან მისი შეუსრულებლობა გავლენას ახდენს თქვენს საქმიანობაზე.
მუდმივად ახსენებთ მას, შეასრულოს დავალება. თქვენ ხდებით მისი ასისტენტი, მუდმივად ატყუებთ თქვენს უფროსს კოლეგის ადგილმდებარეობის დამალვით, როდესაც სინამდვილეში მას უნდა ემუშავა. ამით თქვენ მის ნდობას კარგავთ, თქვენი კოლეგასავით დამნაშავე ხდებით, რითაც საფრთხეს უქმნით თქვენს კარიერასაც.
შეაფასეთ, როგორ აისახება კოლეგის საქციელის დამალვა თქვენს სამსახურსა და პირად ცხოვრებაზე. თუ ზედმეტ საათებს შრომობთ თქვენი და მისი სამუშაოს შესასრულებლად, გამუდმებით ბოდიშს იხდით მის გამოს და იტყუებით, უნდა მიხვდეთ, რომ ამით საკუთარ თავს აყენებთ ზიანს. ოჯახთან ერთად გატარებული დრო შესამჩნევად მცირდება, რადგან თქვენ მოგიწევთ დამატებითი საათების გატარება სამსახურში და თუ თქვენ ასრულებთ ორი ადამიანის სამუშაოს, მაშინ არის შანსი, რომ უბრალოდ არ გქონდეთ საკმარისი დრო ოჯახური და პირადი ცხოვრებისთვის. გრძნობთ დაღლილობას და შფოთვას, რითაც თქვენი ჯანმრთელობა უარესდება. დასვენების გარეშე მუშაობა ძალიან დამღლელია. გარდა ამისა, თუ თანამშრომლის გამო იტყუებით, შეიძლება მუდმივად გრცხვენოდეთ. როცა ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებთ, გექნებათ დრო, რომ მოიფიქროთ კრეატიული იდეები. მაგრამ, როცა ძალიან ცოტა დრო გაქვს, მხოლოდ საჭირო საქმეებს ახერხებ. თუ თქვენმა უფროსმა დაიწყო ჩივილი, რომ ადრე უფრო ყურადღებიანი იყავით, ვიდრე ახლა, იცით რომ ეს განპირობებულია თქვენი ზედმეტი დატვირთვით.
გახსოვდეთ, რომ სტრესი გავლენას ახდენს თქვენს სამსახურეობრივ და პირად ცხოვრებაზე. სიტუაციის სწორად შეფასების საფუძველზე, მიიღეთ გადაწყვეტილება, შეწყვიტოთ თქვენი კოლეგისთვის ხელის დაფარვა. არის რამდენიმე რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ კოლეგასთან საუბრისას: რატომ აკეთებ სამუშაოს ამ თანამშრომლისთვის? ზოგიერთისთვის ეს მხოლოდ პერფექციონიზმთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ თქვენი კოლეგა აკეთებს ცუდ საქმეს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ადვილად შეძლებთ მისი საქმე უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ, ნაცვლად იმისა, რომ მას უთხრათ ამ სამუშაოს ხელახლა შესრულებასთან დაკავშირებით.
ამიერიდან შეეცადეთ ესაუბროთ თანამშრომელს პირდაპირ, მაგრამ თავაზიანად. შემდეგ ჯერზე, როცა ის მოვა თქვენთან ნახევრად შესრულებული სამუშაოთი და იმ იმედით, რომ თქვენ დაასრულებთ, თავაზიანად და წყნარად ესაუბრეთ.
უთხარით, რომ მნიშვნელოვანი საუბარი გაქვთ მასთან და გსურთ, რომ ყურადღებით მოუსმინოთ. ეს ფორმალური საუბარია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიხილოთ მთავარი სათქმელი. აუხსენით კოლეგას, რა შედეგები მოაქვს და რა დისკომფორტს გიქმნით მისთვის უამრავი ტყუილის თქმა. მოუყევით იმ კონკრეტული ფაქტების შესახებ, რაც მომხდარა და არ ესაუბროთ მხოლოდ განზოგადებულად. იყავით თავაზიანი და მიეცით საშუალება ისაუბროს ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც ხელს უშლის უკეთესად მუშაობაში და ერთად მოძებნეთ გამოსავალი.
უთხარით მას, რომ აღარ შეგიძლიათ დაფაროთ მისი ცუდი საქციელი და უუნარობა. შეეცადეთ არ განსაჯოთ მისი საქციელი, არამედ აუხსენით რატომაც ვერ გააკეთებთ მის საქმეს. მაგალითად, თქვენ ვერ წახვედით მნიშვნელოვან შეხვედრაზე მის გამო. გამართეთ დისკუსია მასთან. მოერიდეთ კოლეგის პირადი საკითხების განხილვას, როგორიცაა ქორწინება ან შვილების აღზრდა. უბრალოდ უთხარით მას, რომ ამიერიდან მისთვის არანაირ საქმეს არ გააკეთებთ. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენს კოლეგას სურს ადრე წასვლა, მაშინ ყველა დაუმთავრებელი სამუშაო უნდა დასრულდეს მეორე დილით.
წყარო: wikihow.com