როგორ გავწმინდოთ სახლის სახურავი ობისგან
სახურავის გარეცხვამდე, მოაშორეთ ობი/ნადები უხეში ჯაგრისის მეშვეობით. ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შეძლებთ შეიძინოთ გრძელტარიანი ხისტი ჯაგრისი.
შეიძინეთ პროდუქტი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ობის მოსაშორებლად, ან მათეთრებელი გააზავეთ წყალში 1:1 თანაფარდობით და ხეების შესაწამლი აპარატის დახმარებით შეასხურეთ ხსნარი სახურავზე.
კიდევ ერთხელ გახეხეთ ხისტი ჩოთქით სახურავის ზედაპირი და მეორედაც დაასხით ხსნარი. დააცადეთ სახურავს ბოლომდე გაშრობა.