როგორ შევუერთდეთ Minecraft-ის სერვერს - rogor.ge

როგორ შევუერთდეთ Minecraft-ის სერვერს

გთავაზობთ ინსტრუქციას Minecraft Java-ის ვერსიებისთვის დესკტოპზე

m1-1656493081.jpg

შეიტყვეთ სერვერის მისამართი, რომელთანაც აპირებთ დაკავშირებას. უფასო Minecraft სერვერების სია შეგიძლიათ იხილოთ minecraftservers.org-ზე.

გაუშვით Minecraft-ის ლაუნჩერი. დააწკაპუნეთ დედამიწის (ბალახებიანი) ბლოკის გამოსახულებაზე.

m1-1656493248.jpg

შედით სისტემაში (საჭიროების შემთხვევაში). თუ ჯერ არ ხართ შესული თქვენს Minecraft ანგარიშში, შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი და შემდეგ დააჭირეთ შესვლას.

m1-1656493283.jpg

დააწკაპუნეთ play-ს. თქვენ ნახავთ ამ მწვანე ღილაკს გამშვების ფანჯრის ბოლოში. Minecraft თამაში დაიწყება.

m1-1656493340.jpg

დააჭირეთ Multiplayer-ს. თქვენ ნახავთ ამ ვარიანტს მთავარი მენიუს შუაში.Windows-ში გაიხსნება firewall-ის ფანჯარა - მასში დააწკაპუნეთ "წვდომის დაშვება".

m1-1656493383.jpg

დააჭირეთ სერვერის დამატებას. თქვენ ნახავთ ამ ვარიანტს ქვედა მარჯვენა კუთხეში.

m1-1656493425.jpg

შეიყვანეთ სერვერის სახელი. გააკეთეთ ეს "სერვერის სახელის" გრაფაში.

m1-1656493468.jpg

დააწკაპუნეთ done-ს. ამ პარამეტრს ნახავთ ფანჯრის ბოლოში.

m1-1656493537.jpg

აირჩიეთ სერვერი. სერვერის სახელი და სტატუსის ზოლი გამოჩნდება მთავარ ფანჯარაში; სერვერის ასარჩევად დააწკაპუნეთ მის სახელზე.

m1-1656493571.jpg

დააწკაპუნეთ დაკავშირება. თქვენ ნახავთ ამ ვარიანტს ქვედა მარცხენა კუთხეში. თქვენ დაუკავშირდებით არჩეულ სერვერს.

m1-1656493609.jpg