როგორ შევამციროთ ტანსაცმლის რაოდენობა და შევქმნათ კაპსულის გარდერობი - rogor.ge

როგორ შევამციროთ ტანსაცმლის რაოდენობა და შევქმნათ კაპსულის გარდერობი

პირველ რიგში, დაალაგეთ ტანსაცმლის კარადა და ტანსაცმელი მოაქციეთ 3 კატეგორიაში:

საყვარელი ტანსაცმელი - ეს არის ტანსაცმლის ის კატეგორია, რომელსაც ხშირად იცვამთ და რომელიც აუცილებლად დაბრუნდება კარადაში.

გასაჩუქებელი ტანსაცმელი - ტანსაცმელი, რომელიც თითქმის არ ჩაგვიცვამს, არ გვიხდება ან უბრალოდ არ არის პრაქტიკული. ამიტომ ჯობს, გააჩუქოთ.

ყუთი - ყუთში მოათავსეთ ის ტანსაცმელი, რომელსაც იშვიათად იცვამთ. თუ 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიცვამთ, ჯობს, გააჩუქოთ.

შენი სტილი

4-1656485415.jpg

მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის კარადას დაალაგებთ, დაფიქრდით, რომელია თქვენი სტილი? სტილის იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ გარდერობიდან 3-4 ფერის ტანსაცმლის გადარჩევა, რომლებიც ძალიან მოგწონთ და ერთმანეთსაც შეეხამება.

ძირითადი ტანსაცმელი

მიუხედავად იმისა, რომ კაფსულის გარდერობის შექმნისას აუცილებელია საკუთარი სტილის შერჩევა, არსებობს „საბაზისო“ ტანსაცმელი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ:

  • უბრალო მაისური (თეთრი/შავი)
  • თეთრი პერანგი
  • შავი/ჯინსის შარვალი
  • შავი კაბა
  • შავი პიჯაკი

აქსესუარები:

  • საშუალო ზომის კლასიკური ჩანთა
  • ტევადი ზურგჩანთა

ფეხსაცმელი:

  • შავი ფეხსაცმელი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის
  • საზაფხულო ფეხსაცმელი
  • შავი, კლასიკური ფეხსაცმელი (მაღალქუსლიანი)
  • კომფორტული ბოტასი

დაბოლოს, ოქროს რჩევა:

ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს არ უნდა ჰქონდეს პრინტი, ზოლები ან ბრჭყვიალა დეტალები. შეეცადეთ, იყიდოთ მაღალი ხარისხის ტანსაცმელი, რათა დიდხანს გაგიძლოთ.

წყარო: marao.ge