როგორ მოიქცეთ დედამთილთან, რომელსაც სძულხართ - rogor.ge

როგორ მოიქცეთ დედამთილთან, რომელსაც სძულხართ

თვალყური ადევნეთ თქვენი დედამთილის ტოქსიკურობის გამოვლინებებს. ძნელია იმის აღიარება, რომ დედამთილს არ მოსწონხართ, თუ არაფერი დაგიშავებიათ. სამწუხაროდ, შესაძლებელია რომ მას არ მოეწონოთ თუ რამეს მისი კონტროლის გარეშე აკეთებთ. აქ არის რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენი დედამთილი ტოქსიკურია:

  • ის უარყოფს თქვენს აზრს;
  • ის მოელის თქვენგან რომ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც მას სურს;
  • ის სახელს გიტეხთ სხვა ადამიანებთან;
  • ის თქვენს მიმართ წყენას ატარებს;
  • ის ოჯახურ შეკრებებზე უარყოფითად ან გარიყულად გაგრძნობინებთ თავს;
  • ის არის მანიპულატორი;
  • მას ეჭვი ეპარება თქვენს კეთილ ზრახვებში;
  • ის ცდილობს გააკონტროლოს თქვენი ქცევა ან თქვენი ურთიერთობა ზრდასრულ შვილთან;
  • ის ძირს უთხრის თქვენი, როგორც მშობლის ავტორიტეტს.1-1656424327.png

იყავით კეთილი და არ დაეცეთ მის დონემდე. მისმა სიძულვილმა შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ მაცდურია წინააღმდეგობის გაწევა, როცა ვინმე ცუდად გექცევათ, შეეცადეთ იყოთ უფრო დიდსულოვანი ადამიანი. იყავით რაც შეიძლება კეთილი დედამთილის მიმართ და მაქსიმალურად ეცადეთ, არ აყვეთ და გაატაროთ მისი ნეგატიური კომენტარები. მიესალმეთ ყოველ ჯერზე ღიმილით, შეეცადეთ ჩაერთოთ მეგობრულ საუბრებში და მოერიდეთ რეაგირებას, თუ ის შეურაცხყოფას მოგაყენებთ ან არასწორად გექცევათ. მაგალითად, თუ ის უარყოფით კომენტარს აკეთებს თქვენს ვეგეტარიანულ დიეტაზე, მოერიდეთ მის გაღიზიანებას.

2-1656424346.png

დააწესეთ საზღვრები. საზღვრების დაწესება დაგეხმარებათ სიტუაციის კონტროლის მოპოვებაში. აცნობეთ თქვენს დედამთილს, როცა ის ზღვარს გადაკვეთს და ნუ შეგეშინდებათ, კეთილად, მაგრამ მტკიცედ დაიჭიროთ თავი. ეს დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ ძირითადი წესები იმის შესახებ, თუ რამდენად ჩართულია თქვენი დედამთილი თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, დედამთილს უნდა კვირაში რამდენჯერმე მოსვლა, მაგრამ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ. შეგიძლიათ თქვათ, "რას იტყვით, რომ კვირაში ერთხელ დავგეგმოთ ვახშამი ჩვენს სახლში?"თუ ის გიბიძგებთ, რომ უფრო ხშირად მოხვიდეთ, უბრალოდ თქვით: "ჩვენი განრიგი საკმაოდ დატვირთულია მთელი კვირის განმავლობაში. კვირაში ერთხელ შეხვედრა ჩვენთვის საუკეთესო იქნება."

ისაუბრეთ ამ საკითხზე თქვენს პარტნიორთან. თქვენს პარტნიორს შეუძლია დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ. აცნობეთ თქვენს პარტნიორს, თუ როგორ მოქმედებს დედამთილის მოპყრობა თქვენზე პატივისცემით, არაბრალმდებელი ფორმით. ეს დაეხმარება თქვენს პარტნიორს უფრო მეტად გააცნობიეროს ეს საკითხი და ის შეიძლება შემდეგ თქვენ დაგიცვათ დედამთილთან.

4-1656424377.png

ელაპარაკეთ დედამთილს კეთილგანწყობით, მაგრამ პირდაპირ. შეიძლება ღირდეს კითხვა, რატომ გექცევათ ასე. სანამ ამას გააკეთებთ, შეაფასეთ მზად ხართ თუ არა მოისმინოთ ის, რაც შეიძლება თქვას. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მას, ესაუბრეთ პირადად და ჰკითხეთ, შეუძლია თუ არა გითხრათ, რატომ არის ნაწყენი თქვენზე. ის ასევე დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ გაუგებრობას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ქცევაზე. თქვენ არ ხართ ვალდებული მოუსმინოთ მის შეურაცხყოფას, თუ ის არასათანადოდ გიპასუხებთ.

5-1656424388.png

შეზღუდეთ მასთან გატარებული დრო, თუ ის ცუდად გექცევათ. თუ ის განსაკუთრებით არაკეთილსინდისიერი ან ტოქსიკურია, უმჯობესია თქვენი ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ იმით, რომ დარჩეთ მეგობრული, მაგრამ თქვენი ურთიერთობები მცირე საუბრებით შემოფარგლოთ, შეგიძლიათ ოჯახურ შეკრებებზეც თქვათ უარი. შეადგინეთ კონკრეტული გეგმა განსაზღვრული დაწყებისა და დასრულების დროით. თქვენ შეგიძლიათ თქვათ: "გსურთ ლანჩზე მოსვლა 12:00 საათიდან 14:00 საათამდე?" თუ ის დაჟინებით მოითხოვს დარჩენას, თავაზიანად აცნობეთ მას, რომ სხვა გეგმები გაქვთ იმ დღეს.

მიიღეთ თქვენი დედამთილი ისეთი, როგორიც არის. თავი დაანებეთ დედამთილის შეცვლას. რამდენადაც იმედგაცრუებული ან დამაბნეველი არ უნდა იყოს მისი საქციელი, ცოტა რამის გაკეთება შეგიძლიათ სიტუაციის გამოსასწორებლად. ამან შესაძლოა დაგღალოთ კიდევაც. ფოკუსირება მოახდინე იმაზე, რომ იყო საუკეთესო ადამიანი და შეახსენე საკუთარ თავს, რომ შენი ბრალი არაა ეს ყველაფერი. შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, დაიცვათ დედამთილის ყველა სურვილი და მოთხოვნა, რათა მას მოეწონოთ, მაგრამ მოერიდეთ ამის გაკეთებას თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე.

7-1656424411.png

წყარო: wikihow.com