როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი

მოამზადეთ ცხელი ნაყენი გვირილით: 1 სავსე ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 50 მლ მდუღარე. გააჩერეთ 40 წუთი. რომ გაგრილდება დაუმატეთ ბორაქსი დანის წვერით და კარგად გახსენით.

შის ცხიმი, ნუშის ზეთი, სპერმაცეტი და ცვილი მოათავსეთ შუშის ქილაში და დადგით წყლის აბაზანაზე დაბალ ცეცხლზე. თან გამუდმებით ურიეთ. როგორც კი ცვილი და სპერმაცეტი გადნება, გადმოდგით და გააციეთ.

როცა გვირილის ნაყენიც და ცხიმის მასაც გაცივდება, ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთში, ნელ-ნელა დაამატეთ წყლის მასა ცხიმიან მასას და თან თქვიფეთ მიქსერით. სულ ბოლოს დაამატეთ ეთერზეთები, ”ე” ვიტამინი და თქვენი მკვებავი კრემი მზადაა!

წყარო: mkurnali.ge