როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გველს შეხვდებით და როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი და უწყინარი გველი ერთმანეთისგან... - rogor.ge

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გველს შეხვდებით და როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი და უწყინარი გველი ერთმანეთისგან...

თვალებით გარჩევა - უწყიარ გველებს ჩვეულებრივ, მრგვალი გუგები აქვთ, შხამიანებს - ელიფსის მოგრძო ფორმის. ყველაზე ცნობილი გამონაკლისებია: შხამიანი მამბა, კობრა და ტაიპანი, რომელთაც მრგვალი გუგები აქვთ.

საინტერესოა, რომ ზოგ უწყინარ გველს, საშიშროების შემთხვევაში, თვალის გუგის ფორმის შეცვლა შეუძლია.

შხამიან გველებს ნესტოებსა და თვალებს შორის აქვთ სპეციალური ღრმულები, რომლებითაც ისინი თბილსისხლიანი მსხვერპლის მოახლოებას გრძნობენ.

შხამიან გველებს თავი შედარებით ფართე აქვთ, ვიდრე კისერი და მათი სამკუთხედი ფორმა უფრო გამოკვეთილია. უწყინარი გველების თავის ფორმა შედარებით მრგვალი, კუთხეები კი ბლაგვია.

შხამიანი გველის კუდზე ქერცლი ერთ რიგად აქვს განლაგებული, ხოლო უწყინარ გველებს - ორ რიგად.

შხამიან გველებს ხშირად მკვეთრი შეფერილობა აქვთ და მათ შეუძლიათ თავისი მოახლოება ადამიანებს სისინით, კუდით გამოცემული ხმაურითა და შედარებით აგრესიული საქციელით ამცნონ.

რომბის სახის ნახატი ჩვეულებრივ შხამიანობის მანიშნებელია, განსაკუთრებით თუ გველი სამფერაა.

შხამიანი გველები ჩვეულებრივ წყლის ზედაპირზე დაცურავენ მაშინ, როდესაც უწყინარი გველების სხეული წყალქვეშ დაცურავს.

უსაფრთხოების ზომები

  • გაკრიჭეთ მაღალი ბალახები კერძო ეზოეში და გაასუფთავეთ ტოტებისგან ტერიტორია.
  • არ მისცეთ საშუალება მღრღნელების გამრავლებას, ისინი იზიდავენ გველებს.
  • სახლისგან დაშორებით ტერიტორიაზე ნიშადურის მოფრქვევა - გველებს ძალიან არ უყვართ ნიშადურის სუნი, თუმცა, ეს ნივთიერება მათ სიცოცხლეს საფთხეს არ უქმნის.
  • ტყეში სეირნობისას დახურული ფეხსაცმელი შეარჩიეთ.
  • ალპინისტები ძალიან რისკავენ, რადგან გველებს ქვებს შორის უყვართ დამალვა. არ ღირს ქვების ზედაპირზე შემოწმების გარეშე ფეხის დადგმა.
  • გველები ჩვეულებრივ არ ესხმიან თავს პირველები. მხოლოდ მაშინ, როდესაც საშიშროებას გრძნობენ, მაგალითად თუ თქვენ ის შემთხვევით შეაშინეთ.
  • განსაკუთრებით აგრესიულები ისინი ცხელ ამინდში და ქორწინების პერიოდში ხდებიან (ივნის-ივლისი). შეშინებული გველი მეტ შხამს გამოყოფს.
  • როდესაც გაუკვალავ ადგილებში დადიხართ, განსაკუთრებით ნესტიან, ჭაობიან ადგილებში, შეეცადეთ მაღალ ბალახებში არ იაროთ, ან შეამოწმეთ მაინც, გამოიწვიეთ ხმაური, ბალახები ჯოხით შეარხიეთ.
  • ბუნებაში ღამის გატარების დროს გახსოვდეთ, რომ სინათლე იზიდავს გველებს. დილით კი ყოველთვის შეამოწმეთ ტანსაცმელი - ადამიანის სუნი ასევე იზიდავს მათ.არ გამოეკიდოთ გველებს ცნობისმოყვარეობის გამო, ამან შეიძლება თავდასხმის პროვოცირება გამოიწვიოს.

პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

წყარო: zooclub.ge