როგორ მოვაშოროთ ავტომობილის სალონიდან ჭიანჭველები
მოაშორეთ ავტომობილის სალონიდან ნაგავი
საჭმლის ნარჩენები, ქაღალდები, ხელსახოცები, ერთჯერადი ჭიქები - ყველაფერი მოაშორეთ მანქანიდან. შეამოწმეთ საბარგული, ჭიქის ჩასადები ადგილები.
მოატარეთ ხელის მტვერსასრუტი
გამოიყენეთ პატარა ხელის მტვერსასრუტი და საგულდაგულოდ დაასუფთავეთ სალონი. არ დაგავიწყდეთ გამოსუფთავება სავარძლების ქვეშ და ხალიჩებზეც.
გაწმინდეთ კარ-ფანჯარა
დაასველეთ რბილი სუფთა ნაჭერი და გაწმინდეთ მანქანის კარ-ფანჯრები შიგნითა მხრიდან. გაწმინდეთ უსაფრთხოების ღვედიც და სათავსოც.
გამოიყენეთ ჭიანჭველების ხაფანგები და სპრეი
ინტერნეტ-მაღაზიაში, ან საოჯახო მაღაზიაში შეიძინეთ სპეციალური სპრეი და მწერების ხაფანგები. 2-3 ხაფანგი საკმარისი იქნება. დადეთ სალონის პერიმეტრზე, სავარძლის ქვეშაც მოათავსეთ. სპრეი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ყველგან შეასხურეთ და დაკეტეთ მანქანა. დილით, სანამ ჩაჯდებით, გააღეთ ოთხივე კარი და გაანიავეთ.
ჭიანჭველების საწინააღმდეგო სპრეი მანქანის საბურავებზეც შეასხურეთ.
იხილეთ ასევე: როგორ მოვაშოროთ ჭიანჭველები სახლიდან
წყარო: wikihow.com