როგორ შევინახოთ დაჭრილი ხახვი, მაცივარში სუნი რომ არ დადგეს - rogor.ge

როგორ შევინახოთ დაჭრილი ხახვი, მაცივარში სუნი რომ არ დადგეს

ხახვი დაჭერით სუფთა ზედაპირზე

მოათავსეთ საჭრელი დაფა, რომელზეც აპირებთ ხახვის დაჭრას უმი ხორცისა და რძის პროდუქტებისგან მოშორებით. გამოიყენეთ ცალკე საჭრელი დაფები ხორცისა და ბოსტნეულისთვის. უმი ხორცის დაჭრის შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ დანა.

თუ სამზარეულოში საკმარისი ადგილია, გამოიყენეთ ცალკე ადგილი ხორცის დასაჭრელად და ბოსტნეულისა და ხილის დასაჭრელად - ცალკე, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების ხორციდან ბოსტნეულსა და ხილში გადატანას.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ბაქტერიების მოხვედრა საკვებზე, რომლის შენახვას აპირებთ მაცივარში. რამდენიმე დღეში ბაქტერიები განვითარდება და საკვებს უვარგისს გახდის.

ხახვის დიდი ნაჭრები შეფუთეთ საკვებ პოლიეთილენის პარკში. თუ ნახევარი ხახვი დაგრჩათ, მჭიდროდ შემოახვიეთ პარკი. საკვები პარკი დაიცავს ხახვს ჰაერის ზემოქმედებისაგან და გამოშრობისგან.

3-1656321647.jpg

დაჭრილი ხახვი ჩადეთ ერთჯერად პარკში, რომელსაც ჰერმეტულად ეკვრება პირი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზიპიანი პარკებიც.

4-1656321668.jpg

შეინახეთ ხახვი მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში. ეს კონტეინერები იყიდება ბევრ მაღაზიაში. ისინი შესანიშნავია დაჭრილი ხახვის შესანახად. ასევე არის სილიკონის ხუფებითაც, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტეინერების დასაფარად დაჭრილი პროდუქტებისთვის.

5-1656321690.jpg

ხახვი შეინახეთ მაცივარში 5°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაჭრილი ხახვი უნდა ინახებოდეს მაცივარში და არა ოთახის ტემპერატურაზე. დაბალი ტემპერატურა ხელს შეუშლის ბაქტერიების ზრდას, რაც საშუალებას მისცემს ხახვი შეინახოს შემდგომი გამოყენებისთვის.

6-1656321723.jpg

წყარო: wikihow.com