როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა კონსერვის სითხე - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა კონსერვის სითხე

დაკონსერვებული ბარდა

აღმოჩნდა, რომ ლობიოს, ბარდის ან წიწაკის წვენი ძალიან ღირებული პროდუქტია. ყველა ამ სითხემ მიიღო საერთო სახელწოდება aquafaba (ლათინური aqua - წყალი და faba - ლობიოდან). ვეგანებისთვის სასიხარულოდ და მათთვისაც, ვინც მარხვას იცავს, კარგი ამბავი გვაქვს: ლობიოს ან ბარდის კონსერვის წვენი კვერცხის შესანიშნავი შემცვლელია. უფრო მეტიც, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტკბილ კერძებში (როგორიცაა ვაფლი და მერინგები), ასევე უშაქროში, მაგალითად, მაიონეზი. ასევე, შეგიძლიათ ბარდის წვენი ჩაასხათ ყინულის კუბების ფორმაში და გაყინოთ. შემდეგ დაამატოთ სხვადასხვა სუპებში, „აკროშკაში“, ან ჩაშუშულ კერძებში.

თევზის კონსერვები

3-1656064020.jpg

თინუსის ქილის წვენში შეგიძლიათ შეწვათ თევზი, მოასხათ თევზის სალათებს, დაუმატოთ სოუსებში პასტას. ზეთში იხსნება სასარგებლო ვიტამინები, როგორიცაა ვიტამინი D, ამიტომ, ქილიდან სითხის გადასხმით ჩვენ საკუთარ თავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას ვაკლებთ.

ანანასი

4-1656064040.jpg

ანანასის ტკბილი წვენი შეგიძლიათ დალიოთ. ან სხვადასხვა დესერტებში გამოიყენოთ. შეგიძლიათ მოამზადოთ სიროპი, რომელიც შესანიშნავი იქნება ბლინებთან და კექსებთან. ანანასის წვენი შეგიძლიათ დაამატოთ კოქტეილებშიც.