როგორ ავარჩიო საზამთრო? - 3 მარტივი ხრიკი და გაჭრის გარეშე მიხვდებით, მწიფეა თუ არა
ყურადღება მიაქციეთ წონას და არა ზომას
ზომის მიხედვით ნუ შეარჩევთ საზამთროს. აუცილებლად აიღეთ ხელში და წონა შეამოწმეთ. თუკი ზომასთან შედარებით მსუბუქად მოგეჩვენებათ, მასზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს. რაც უფრო მძიმეა - მით უკეთესი.
დააკვირდით ყვითელ „ლაქას“
რაც უფრო ყვითელია ღია ფერის წრე საზამთროზე, მით უფრო მწიფეა იგი. გვერდი აუარეთ თავიდან ბოლომდე მწვანე და თეთრლაქიან საზამთროს და ასეთი მოძებნეთ.
ყურადღება მიაქციეთ ხმას
ყიდვის წინ საზამთროზე „დააკაკუნეთ“. თუკი ყრუ, ხშულ ხმას გაიგონებთ, საზამთრო დაუმწიფებელი ან გადამწიფებულია.
წყარო: gemrielia.ge