როგორ შევწყვიტოთ ყოფილზე ფიქრი - rogor.ge

როგორ შევწყვიტოთ ყოფილზე ფიქრი

მიუხედავად იმისა, რომ დრო საუკეთესო მკურნალია, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ პროცესის დასაჩქარებლად, რათა მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება. განაგრძეთ სტატიის კითხვა, რათა გაიგოთ, როგორ დაივიწყოთ თქვენი ყოფილი და შეწყვიტოთ მის გამო დარდი, ერთხელ და სამუდამოდ.

შეწყვიტეთ ყველანაირი კომუნიკაცია ამ ადამიანთან

2-1656054017.jpg

ზოგიერთ წყვილს გაუმართლა, რომ დაშორების შემდეგ მეგობრებად რჩებიან, მაგრამ თუ თქვენ ჯერ კიდევ შეყვარებული ხართ თქვენს ყოფილზე, მაშინ საერთოდ არ ხართ მზად მეგობრობისთვის. თქვენთვის უფრო მტკივნეული იქნება მეგობრობის გაყალბების მცდელობა, როდესაც ის, რაც ნამდვილად გინდათ, არის მასთან დაბრუნება. შეებრძოლეთ ცდუნებას, თუ თქვენს ყოფილს აღარ უყვარხართ, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია საკუთარი თავისთვის, არის ის,რომ გონებიდან ამოიგდოთ. თუ თქვენ დადიხართ იმავე სკოლაში, ცხოვრობთ იმავე ქალაქში, ან იზიარებთ მეგობრების ერთსა და იმავე ჯგუფს, შეიძლება გაგიჭირდეთ, რომ თავიდან აიცილოთ მასთან შეხვედრა. იყავით თავაზიანი და მიესალმეთ, მაგრამ შეეცადეთ საუბარი ხანმოკლე და მსუბუქი იყოს.

ნუ უგულებელყოფთ თქვენს გრძნობებს

2-1656054048.jpg

მშვენიერია, რომ გადაწყვიტეთ მისი დავიწყება, მაგრამ ყველაზე ცუდი, რასაც დაშორების ადრეულ ეტაპებზე აკეთებთ, არის თქვენი გრძნობების უგულებელყოფა. სავსებით ნორმალური და მისაღებია გაბრაზება, შეშინება, დაბნევა, ეჭვიანობა და სხვა განცდები საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დათრგუნოთ ეს ემოციები, აღიარეთ ის ფაქტი, რომ თქვენ ამ ყველაფერს გრძნობთ და ეს თქვენი ცხოვრების ბუნებრივი განვითარებაა. თქვენი ემოციების აღიარება დაგეხმარებათ დაალაგოთ ისინი უფრო ნათლად და სწრაფად, ვიდრე მაშინ, თუ მას დათრგუნავთ. თუ გრძნობთ, რომ ტირილი გჭირდებათ, მაშინ იტირეთ. თუ ყვირილი გჭირდებათ, მაშინ იყვირეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი ემოციების გასათავისუფლებლად, მაშინაც კი, თუ გრძნობთ, რომ ზედმეტად დრამატული ან ემოციური ხართ.

ეცადეთ არ გაიხსენოთ მისი დადებითი თვისებები

2-1656054140.jpg

როდესაც ჩვენ გვიყვარს ადამიანები, ჩვენ მიდრეკილნი ვართ მათი გაიდეალებისკენ და მხოლოდ მათ დადებით თვისებებზე ვამახვილებთ ყურადღებას. როდესაც მათ ვიხსენებთ, მხოლოდ კარგი მოგონებები და დადებითი გრძნობები გვახსოვს. ცუდი არაფერია იმაში, რომ ყოფილი სიყვარულით გაიხსენოთ, მაგრამ თუ გინდათ შეწყვიტო მისი სიყვარული, უნდა ჩაუღრმავდეთ მეხსიერებას და შეეცადოთ მისი პიროვნების ან ურთიერთობის ასპექტების ამოცნობა. ცხადია, თქვენ დაშორდით გარკვეული მიზეზების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც აკლდა ურთიერთობას. შეიძლება ის ტოქსიკურიც კი იყო. რაც უნდა დიდებული იყოს ეს ადამიანი, ის ფაქტი, რომ მას აღარ სურს თქვენთან ყოფნა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ შესაფერისი ერთმანეთისთვის.

იპოვეთ ემოციური მდგომარეობიდან გამოსავალი

2-1656054085.jpg

იქნება ეს ახლო მეგობართან ან ნათესავთან საუბარი, დღიურის წერა, თუ საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით, იპოვეთ ჯანსაღი საშუალება გამოხატოთ თქვენი გრძნობები. მეგობართან საუბარი, რომელიც ანალოგიურ სიტუაციაში იყო, შეიძლება დაგეხმაროთ საკითხების გადაჭრაში და რაც მთავარია, იგრძნობთ, რომ მარტო არ ხართ. მეგობრებთან ურთიერთობის თავისუფლება შესანიშნავია, მაგრამ ზღვარი. დაშორებაზე საუბარი მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე გვეხმარება; გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მხოლოდ გაამძაფრებს თქვენს აკვიატებას და სიტუაციის ზედმეტად გაანალიზებისკენ გიბიძგებთ. უყურეთ კომედიური ჟანრის სერიალს ან ფილმებს, გაისეირნეთ ბუნებაში, იარეთ ფიტნეს-დარბაზში, დაკავდით მედიტაციით - გააკეთეთ ყველაფერი, იპოვეთ ჰობი, რომ ნეგატიური ფიქრებისთვის დრო აღარ დაგრჩეთ.

შეწყვიტეთ პასუხების ძიება

2-1656054198.jpg

ბევრი ადამიანი დიდ დროს ხარჯავს იმის გარკვევაში, თუ რა იყო ურთიერთობაში არასწორი - ისინი ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ, რაც იწვევს არაადეკვატურობისა და უარყოფის გრძნობას. თუმცა, ხანდახან არ არსებობს პასუხი იმაზე, თუ რატომ დაშორდით, გარდა იმისა, რომ თქვენ და თქვენი ყოფილი უბრალოდ არ იყავით შესაფერისები ერთმანეთისთვის.

წყარო: wikihow.com