როგორ მოვიშოროთ ავტორუჯი - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ავტორუჯი

ლიმონის წვენი

გამოწურე 2 ლიმონი და გაჟღინთე წვენში ხელსახოცები. შედე მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წთ. დარწმუნდი, რომ კარგად გაცხელდა. შემდეგ, აკურატულად გაიწმინდე ის ადგილები, სადაც რუჯი გისვია.

ორთქლი

თუ გაქვს შესაძლებლობა, ორთქლის აბაზანის მისაღებად წახვიდე საუნაში, ძალიან კარგი. თუ არა, შეგიძლია სახლშიც გააკეთო ეს. მოუშვი ცხელი წყალი, დაკეტე აბაზანის კარი და დაიცადე 15 წთ. შემდეგ შედი სააბაზანოში და დაჰყავი იქ 20 წთ. შეგიძლია პარალელურად გაიკეთო რაიმე კოსმეტიკური პროცედურა, მაგალითად, პედიკიური. ამის შემდეგ მიიღე შხაპი და გამოიყენენ სკრაბი.

კბილის პასტა

თუ ავტორუჯი ლაქებად გადაგივიდა, მუქ ადგილებში კბილის პასტა წაისვი და გაიკეთე მასაჟი. შემდეგ ჩამოიბანე.

საპარსი ქაფი

მიიღე შხაპი, წაისვი საპარსი ქაფი იმ ადგილებში, სადაც ავტორუჯი გესვა (სახის გარდა) და გაიპარსე.

სკრაბი

კარგად გაიხეხე ტანი სკრაბით და დაიბანე ტანის დასაბანი ღრუბელით.