როგორ შევქმნათ ბიზნესი ონლაინ გამომწერებით - rogor.ge

როგორ შევქმნათ ბიზნესი ონლაინ გამომწერებით

შექმენით ბლოგი, რითიც ხართ გატაცებული. ეს შეიძლება იყოს ბიზნესი გამომწერებით, რომელიც დაფუძნებულია ფიტნესის, საკვების, ტანსაცმლის, წიგნების გარშემო. მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად გატაცებული იყოთ თქვენი იდეით, რათა მუდმივად იფიქროთ ახალ იდეებზე თქვენი გამომწერებისთვის. მაგალითად, შეიძლება დაიწყოთ ეზოების მოვლის ბიზნესი, სადაც ადამიანები აირჩევენ, რა სიხშირით სურთ ბალახის გაკრეჭვა, ან ბაღის მოვლა.

ასევე, შეგიძლიათ შექმნათ ხელოვნების ბიზნესი გამომწერებით, სადაც ყოველ სეზონზე იპოვით ხელოვნების რამდენიმე ნიმუშს და გაუგზავნით თქვენს ხელმომწერებს.

გადაწყვიტეთ, რას შესთავაზებთ მომხმარებლებს, რომ გამორჩეული გახდეთ. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი გამომწერებით იყოს წარმატებული და პოპულარული, იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ მისცეთ მომხმარებლებს, რასაც ისინი სხვაგან ვერ მიიღებენ. ეს შეიძლება იყოს ექსპერტის რჩევები, ან გამოცდილება, რომელიც მუშაობს მხოლოდ გამოწერის მეთოდით.

2-1655969162.jpg

მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ ონლაინ-სტატიების სერია რაიმე კონკრეტულ თემაზე, რომლებსაც საგულდაგულოდ შეარჩევთ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სპეციალისტების სტატიებიდან და თარგმნით.

გამოიკვლიეთ თქვენი ბაზარი და კონკურენტები. დაიწყეთ კვლევა და გაარკვიეთ, რა ტიპის ტენდენციები არსებობს და არის თუ არა ვინმე სხვა, ვისაც აქვს თქვენი მსგავსი ბიზნესი. შექმენით იმიჯი, თუ ვინ იქნება თქვენი სამიზნე მომხმარებელი თქვენს მიერ შეგროვებული ინფორმაციით. თუ იწყებთ ჟურნალის გამოწერის ბიზნესს, შეგიძლიათ მოძებნოთ ჟურნალების გამოწერის სხვა ბიზნესები, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება მათი ვებ-გვერდი, ან რას სთავაზობენ. გამოიკვლიეთ და ისწავლეთ პოტენციური მომხმარებლებისგან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან საუბრით ან გამოკითხვების გაგზავნით.

2-1655969362.jpg

მაგალითად, თქვენი სამიზნე მომხმარებელი შეიძლება იყოს 20-დან 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც დაინტერესებულია ხელსაქმით, და სხვა.

შესთავაზეთ 2 ან 3 განსხვავებული ხელმომწერების პაკეტი მეტი მომხმარებლის მოსაზიდად. იმის ნაცვლად, რომ გქონდეთ ერთი ვარიანტი, რომელიც მომხმარებლებმა უნდა აირჩიონ, შესთავაზეთ რამდენიმე, რათა მათ იგრძნონ, რომ მეტი არჩევანი აქვთ. მაგალითად, შეიძლება გქონდეთ მინი პაკეტი 25 ლარად, რომელშიც პირობითად შედის 6 ნივთი და სტანდარტული პაკეტი 50 ლარად, რომელშიც არის 14 ნივთი. თქვენ შეიძლება შესთავაზოთ ვარიანტი, სადაც მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს სასურველი ნივთები უფრო მაღალი ფასის კატეგორიაში.

2-1655969508.jpg

დაადეთ ისეთი ფასი, რომელიც თქვენ მოგებას მოგცემთ, ხოლო მომხმარებლისთვის სასარგებლო იქნება. გამოთვალეთ რა ეღირება თქვენი შეთავაზებები, გათვალეთ, რამდენს დახარჯავთ თითოეულ გამოწერაზე და ეს დაგეხმარებათ აირჩიოთ ფასი, რომელიც მოგცემთ მოგებას. ასევე დარწმუნდით, რომ მომხმარებელი პერიოდულად მიიღებს ფასდაკლებას. შესაძლოა, რომ თქვენ ოდნავ შეცვალოთ თქვენი ფასი, თქვენი ბიზნესის ზრდის შესაბამისად. ასე რომ, ძალიან ნუ იდარდებთ მის შენარჩუნებაზე. დარწმუნდით, რომ თქვენი ფასი ასახავს თქვენი შეთავაზებების ხარისხს.

გამოიყენეთ ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რათა თვალყური ადევნოთ თქვენი გამოწერის შეკვეთებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება სოციალური ქსელის გვერდზე, ან პირადი ვებ-გვერდის საშუალებით, ელექტრონული კომერციის პლატფორმის ონლაინ გამოყენება შეიძლება იყოს სასარგებლო გზა თქვენი ყველა შეკვეთის ორგანიზებისთვის.

2-1655969670.jpg

იპოვეთ მომწოდებელი თქვენი პროდუქტებისთვის, თუ ეს შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ აირჩიოთ გამყიდველი, ან მომწოდებელი, რომელიც საბითუმო ფასად მოგიტანთ პროდუქციას. უამრავი შესანიშნავი ვარიანტია ასარჩევად, როგორიცაა ონლაინ საიტები, ან თუნდაც ადგილობრივი მაღაზიები თქვენს ქალაქში. მოძებნეთ მომწოდებელი, რომლისგანაც შეიძენთ ნივთებს დაბალ ფასად.

თუ თქვენ თავად ამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს და გჭირდებათ მასალები მათ დასამზადებლად, ნახეთ, არის თუ არა ადგილობრივი მაღაზია, რომელიც მოგცემთ ფასდაკლებას მასალების შესყიდვებისთვის. დარწმუნდით, რომ პროდუქტები, რომლებსაც თქვენს მომხმარებლებს სთავაზობთ, არის მაღალი ხარისხის და არა იაფად დამზადებული.

წყარო: wikihow.com