როგორ ავხსნათ სიზმარი
ყველაზე გავრცელებული სიზმრების ახსნა:
ფული - სიზმარში ნაპოვნი ფული პატარა უსიამოვნება და დიდი ბედნიერებაა. იქნება ცვლილებები. ფულის გადახდა–უბედურებაა. ოქროს მიღება მომასწავებელია გალაღებისა და გახარებისა. ფულის დაკარგვა გაფრთხილებთ სახლში და საქმეში უბედურების შესახებ. თუ სიზმარში ითვლით ფულს და აღმოაჩენთ დანაკლისს–ის თქვენს პრაქტიკულობაზე და მომჭირნეობაზე მეტყველებს.
ქორწილი - თუ სიზმარში თქვენს თავს ვინმეს ქორწილში ხედავთ, ცხადში ადვილად მოძებნით სიტუაციიდან გამოსავალს. თუ ქალს დაესიზმრა საიდუმლო ჯვრისწერა, მან საკუთარი სურვილების შეკავება უნდა შეძლოს. თუ სიზმარში გოგონა ქორწინებაზე თანხმობას განაცხადებს, ცხადში იგი იმ ადამიანების თვალში ამაღლდება, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
ბავშვები - მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.
სისხლი - სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი.
თევზი, თევზის დაჭერა - თუ თევზი სუფთა წყალში დაცურავს, თქვენ ბედის დიდი საჩუქარი გელით. გოგონასათვის ასეთი სიზმარი ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. მკვდარი თევზი–უბედურების ნიშანია. წარმატებული თევზაობა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეული გამოცდა გელით და მას თავს წარმატებით გაართმევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სხვა თევზაობს, ეს ენერგიის მოზღვავებას და მოვლენების სასიკეთოდ წარმართვას ნიშნავს, რომელსაც თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ.
კატები კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი.
სიკვდილი - თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. ასეთ სიზმრებს ადამიანები ხშირად შეცდომაში შეყავს. აქტიურად მოაზროვნე ადამიანები თავის აურაში ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდლებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა, მათი შთაბეჭდილებები ხშირად სხვა მნიშვნელობას იძენენ. შეიძლება დაგესიზმროთ რაღაც წარმოსახვები გარდაცვლილის სახით, ადამიანმა მათში შეიძლება ახლობლებისა და საკუთარი თავის ნიშან–თვისებები ამოიცნოს.
კაბა - თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს.
სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით იხილეთ საიტზე - sizmrisaxsna.ge