როგორ მოვამზადოთ ოჯახური
ღორის რბილი ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყად. კამა დაკეპეთ წვრილად. ხორცი შეწვით ცოტაოდენ ზეთში, საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. როგორც კი ხორცი შეიბრაწება, ცეცხლს დაუწიეთ.
შემწვარი ხორცი გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. იმავე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, ნიორი და ბულგარული წიწაკა.
კარტოფილი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და შეწვით ზეთში.
ხორცი, კარტოფილი, ხახვი და ბულგარული მოათავსეთ ტაფაზე ერთად. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და დაჭრილი კამა.
მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, 3-4 წუთის განმავლობაში.