მარტივი გზები, თუ როგორ შევღებოთ კედები
ეს არც თუ ისე რთულია. ჩვენ ამისათვის გთავაზობთ მარტივ მეთოდებს.
მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1: დაასველეთ ფეხსაცმელი

ამოიღეთ თასმები ფეხსაცმლიდან და დაასველეთ სოდიან ნარევში (4ლ წყალი 1 ჭიქა კალცინირებული სოდა)
ნაბიჯი 2: მიეცით მოცულობა ფეხსაცმელს

გამოტენეთ ფეხსაცმელი პოლიეთილენის პარკებით.
ნაბიჯი 3: შეურიეთ საპარსი ქაფი

მოათავსეთ თასში საპარსი ქაფი და დაუმატეთ ცოტა წყალი, სანამ არ მიიღებთ ათქვეფილი კრემის კონსისტენციას.
ნაბიჯი 4: მოამზადეთ საღებავი

მოამზადეთ საღებავები შეფუთვის ინსტრუქციის მიხედვით. საღებავის ნაწილი ჩაასხით ერთჯერად ჭიქაში და შეურიეთ საპარსი ქაფის ნარევი, სანამ საღებავი არ გასქელდება.
ნაბიჯი 5: შეურიეთ საპარსი ქაფი და საღებავი

გაშალეთ პოლიეთილენის პარკი და დაასხით მასზე საპარსი ქაფის ნარევი. დაამატეთ საღებავები.
ნაბიჯი 6: შემოახვიეთ ფეხსაცმელს

მოათავსეთ ფეხსაცმელი ამ მასაში. შეფუთეთ პარკით, შეაზილეთ ხელითაც.
ნაბიჯი 7: გაიმეორეთ

გაიმეორეთ იგივე სხვა ფეხსაცმლით და შეფუთეთ ის პოლიეთილენის პარკში. გააჩერეთ საღებავი მინიმუმ 6 საათის განმავლობაში, მაგრამ სასურველია 24 საათი.
ნაბიჯი 8: გარეცხეთ
ჯერ გამდინარე წყალში გაავლეთ, შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხ მანქანაში და გააშრეთ.
თქვენი ფეხსაცმელი მზად არის!

წყარო: instructables.com