როგორ დავაწებოთ დაზიანებული პლასტმასის ბაკი
გთავაზობთ შეკეთების მარტივ გზას:
დაცალეთ ბაკი სითხისგან და გააშრეთ. ხვრელის ან ნაპრალის ირგვლივ ადგილი გაასუფთავეთ სპირტიანი ნაჭრით.
შეურიეთ 2 ტიპის ეპოქსიდის წებო ერთმანეთს და წაუსვით დაზიანებული ადგილის მთელ პერიმეტრზე.
გამოჭერით ბოჭკოვანი მინის ნაჭერი იმხელაზე, რომ სრულად ფარავდეს ნაპრალს.
ნაპრალზე (ბზარზე) დადებულ ეპოქსიდის მასას დაადეთ ზემოდან ბოჭკოვანი მინის ნაჭერი და ძლიერად დააწექით.
დააცადეთ გაშრობა, მსუბუქად გადაუსვით ნაჭერი და სურვილისამებრ, შეასხურეთ საღებავი.
წყარო: wikihow.com