როგორ ავირჩიოთ ორიდან ერთი
უნდა აირჩიოთ ცხოვრების პარტნიორი, კარიერა თუ ახალი მანქანა. ალბათ, გეშინიათ არასწორი გადაწყვეტილების მიღების. ეცადეთ ყველაფერი კარგად გაიაზროთ და ყველა ვარიანტს შეხედოთ ობიექტურად. შემდეგ შეადარეთ თითოეული გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები. თქვენი შინაგანი ინსტიქტი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
იფიქრეთ საღად. დაჯექით ან დაწექით კომფორტულად, დახუჭეთ თვალები და ყურადღება გაამახვილეთ სუნთქვაზე 10 წუთის განმავლობაში. შეეცადეთ განდევნოთ ფიქრები გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ფოკუსირდეთ ორგანიზმში ფიზიკური დაძაბულობის შემცირებაზე. სცადეთ კარგი მედიტაციის აპი, როგორიცაა Audio Relax (ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ზე, ასევე App Store-ზე), ან შეუერთდით ადგილობრივი მედიტაციის კლუბს, რათა შეამციროთ სტრესი. იპოვეთ მშვიდი ადგილი, ყველაფრისგან შორს, მათ შორის თქვენი ტელეფონისგან, რათა არ გაგეფანტოთ გონება. ზოგჯერ გადაწყვეტილების სიძნელე ძალიან გვაშინებს. მედიტაცია დაგეხმარებათ გაიაზროთ თქვენი ნამდვილი შეგრძნებები, განდევნოთ ერთგვარი აურზაური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც სწორი იქნება თქვენთვის და არა გარშემომყოფებისთვის
იფიქრეთ იმაზე, გამძიმებთ თუ არა გარშემომყოფების აზრი ამ გადაწყვეტილების შესახებ. მეგობარმა, მასწავლებელმა ან უფროსმა ნათლად გამოხატა თავისი აზრი? თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას სხვების მოსაწონად და არა იმის მიხედვით, რაც თავად მოგწონთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ბედნიერება მოგიტანოთ, რადგან ეს არ იქნება თქვენი ნამდვილი სურვილებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. როდესაც ცდილობთ გადაწყვეტილების მიღებას, შეეცადეთ შეგნებულად გადადოთ გვერდზე ფიქრები სხვებზე.მაგალითად, თუ თქვენს საუკეთესო მეგობარს უყვარს იტალია და იტალიური კულტურა, უცხოეთში სწავლა იტალიაში (არა საფრანგეთში, მაგალითად) მისთვის სწორი არჩევანი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევანი თქვენთვისაც სწორი იქნება.
მიიღეთ ის უხერხული შეგრძნებები, რომლებიც მოჰყვება თქვენს გადაწყვეტილებას. არ ანერვიულდეთ, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დისკომფორტსა და სტრესს გაგრძნობინებთ. შეეცადეთ ეს მიიჩნიოთ იმის ნიშნად, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც ასე ღელავთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის რთულია და მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება არ დაგეხმაროთ, რომ თავს მშვიდად გრძნობდეთ.
დაიმახსოვრე ის ფაქტი, რომ ორივე ვარიანტი შეიძლება გარკვეულწილად მუშაობდეს თქვენთვის
შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, როდესაც არჩევანი რამდენიმე კარგ ვარიანტს შორისაა. ოღონდ დაძაბული სიტუაციის ოდნავ განმუხტვის პოზიტიური მხარე მოიფიქრე: არ ხარ გაჭედილი, გაგიმართლა - ორი კარგი ვარიანტი გაქვს.
შეადგინეთ დადებითი და უარყოფითი მხარეების სია თითოეული ვარიანტისთვის, რომ ნახოთ რა მუშაობს თქვენთვის საუკეთესოდ
დაწერეთ სია ორ რიგად თითოეული ვარიანტისთვის: ერთ სიაში დადებითი, მეორეში უარყოფითი მხარეები ჩამოწერეთ. როდესაც დაასრულებთ, გამოთვალეთ, რომელ ვარიანტს აქვს მეტი დადებითი შედეგი, რომელი არჩევანი მოგცემთ ყველაზე მეტ სარგებელს. ხშირად, დადებითი და უარყოფითი მხარეების სიის შედგენის პროცესიც კი გვეხმარება უფრო ნათლად გაგებაში. შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ გსურთ დაამატოთ მეტი დადებითი მხარე ერთ-ერთ ვარიანტში, რათა გონივრულად გააკეთოთ არჩევანი ამ ვარიანტის სასარგებლოდ.თქვენ არ უნდა განიხილოთ არჩევანის მდგომარეობა, როგორც რაღაც უარყოფითი. თუ თქვენ ამჯობინებთ ერთს ან მეორეს, შეხედეთ მას პოზიტიური მხრიდან - თქვენ აკეთებთ დიდ არჩევანს! ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რასთან ხართ უფრო შეგუებული.
გაარკვიეთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ორი ვარიანტიდან მხოლოდ ერთის არჩევა. დაფიქრდით, შესაძლოა ორივე ვარიანტი აირჩიოთ, მათ შორის ორივე დავალება თქვენს განრიგში ჩასვათ, ან თანმიმდევრულად შეცვალოთ ისინი. ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს ორი ვარიანტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ მათ შეუძლიათ სრულყოფილად ჰარმონიზაცია. მაგალითად, შეიძლება გგონიათ, რომ არჩევანი უნდა გააკეთოთ ვიოლინოს გაკვეთილებსა და გუნდურ ფეხბურთს შორის, როცა სინამდვილეში ორივეს გაკეთება შეგიძლიათ, სხვადასხვა დღეებში.
წყარო: wikihow.com