როგორ მოვამზადოთ მწვანე ლობიო ცივად - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მწვანე ლობიო ცივად

 

ლიბიო გაარჩიეთ და მოხარშეთ. მოხარშვისთანავე გადაწურეთ და გააცივეთ.

 

ტაფაზე მოშუშეთ ზეთში ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. დაამატეთ გახეხილი ნიორი და ხმელი სუნელები.

 

ხახვი, ნიორი და სუნელები შეურიეთ ლობიოს, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მწვანე წიწაკა.

 

ბოლოს შეკმაზეთ კერძი ძმრით და მარილით.