როგორ უნდა გადაამოწმოთ, ჭარბად დაგინიშნათ თუ არა ექიმმა მედიკამენტები - rogor.ge

როგორ უნდა გადაამოწმოთ, ჭარბად დაგინიშნათ თუ არა ექიმმა მედიკამენტები

როდის და როგორ უნდა გადაამოწმონ მოქალაქეებმა ჭარბად აქვთ თუ არა მედიკამენტები დანიშნული.

რატომ უნდა გადავამოწმო ექიმის დანიშნულება?

საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მედიკამენტების გამოწერისას არსებობს სხვადასხვა სახის რისკები. ერთ-ერთი ასეთი რისკია პოლიფარმაცია - დიდი რაოდენობით მედიკამენტების საჭიროების გარეშე დანიშვნა და მიღება. ევროკავშირის ქვეყნებში ყოველი 20 რეცეპტიდან 1 შეიცავს შეცდომას მედიკამენტების რაოდენობის მიმართულებით. ექიმის დანიშნულების გადამოწმება დამატებით უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს.

  • რა საშუალებით ხდება დანიშნულების გადამოწმება?
  • რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დანიშნულება, რომ მოხდეს მისი გადამოწმება?
  • როგორ გავგზავნო გადასამოწმებლად ჩემი დანიშნულება?

ელექტონული რეცეპტების სისტემაში შესვლა - https://eprescription.moh.gov.ge/login.php

r1-1655288515.jpg

თუ პაროლი დაგავიწყდათ, შეგიძლიათ იხილოთ სამახსოვრო ბარათში, რომელიც ექიმის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დროს გადმოგეცათ. მას შემდეგ, რაც თქვენ გაივლით ავტორიზაციას და შეხვალთ სისტემაში, შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გადამოწმებისათვის აირჩიოთ ორი გზა.

პირველი გზა: აირჩიეთ ველი „დანიშნულებები“, აირჩიეთ ქვეგვერდი „ვიზიტი“, სასურველი ვიზიტის მონიშვნის შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება კლავიშა „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევით იწყება განაცხადის შექმნა ამ ვიზიტის შესაბამის თარიღში გამოწერილი მედიკამენტების ერთობლიობაზე.

r2-1655288551.jpg

მეორე გზა:

r1-1655288600.jpg

ორივე გზას მივყავართ კლავიშამდე „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევის შემდეგ სისტემა ავტომატურად ამოწმებს პირობას 5 და მეტი მედიკამენტის შემცველობაზე. თუ ეს პირობა დარღვეულია და დანიშნულება შეიცავს 5-ზე ნაკლებ მედიკამენტს, გამოდის სათანადო შეტყობინება და განაცხადი ვერ შეიქმნება.

r1-1655288632.jpg

თუ პირობა დაცულია, გამოდის არჩეული მედიკამენტის/ვიზიტის შესაბამისი მედიკამენტების ჯგუფი, რათა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, სწორად აირჩიეთ თუ არა სასურველი დანიშნულება.

r1-1655288676.jpg

კლავიშით „გაგრძელება“ გადავდივართ განაცხადის ფორმაზე, სადაც მითითებულია განაცხადის სტატუსი (ენიჭება ავტომატურად). თქვენ თავად ირჩევთ უკუკავშირის მეთოდს (ტელეფონი, ელ.ფოსტა) და უთითებთ სათანადო ინფორმაციას. ასევე, აუცილებლად უთითებთ მკურნალობის სტატუსს (მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული). კლავიშა „დადასტურებით“ სრულდება განაცხადის შექმნა.

r1-1655288716.jpg

აღნიშნული გზებით შექმნილ ყველა განაცხადს ენიჭება ნომერი, რომელიც ჩანს დანიშნულებებში ვიზიტების ქვეგვერდზე თუ რეცეპტი არ არის გამოწერილი ელექტრონულ ფორმატში, დანიშნულების ფურცელი წარმოადგინეთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში, სადაც ოპერატორი დოკუმენტს ელექტრონულად ატვირთავს ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტ ბრუნვის სისტემაში და თქვენი დანიშნულების ფურცელი ამ გზით გადაიგზავნება პოლიფარმაციის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან.

r1-1655288752.jpg

5. როგორ და რა ვადაში მივიღებ პოლიფარმაციის ჯგუფის პასუხს ჩემი დანიშნულების შესახებ?

ცხრილში ჩანს ყველა განაცხადი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ნომრები. აქვე ჩანს „განაცხადის შემდეგი სტატუსები: „გაგზავნილია“ ან „ხელმეორედ გაგზავნილია“ ნიშნავს, რომ განაცხადი ჯერ არ არის განხილული; „რეაგირებულია-არ სჭირდება/სჭირდება კორექცია“ ნიშნავს, რომ განაცხადი განხილულია სამინისტროს სამუშაო ჯგუფის კლინიკური ფარმაკოლოგის მიერ და გამოტანილია შესაბამისი რეკომენდაცია. ასევე ჩანს „ექიმის სტატუსი“, რომელიც აღნიშნავს ექიმის მოსაზრებას (ვეთანხმები/არ ვეთანხმები) სამინისტროს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

r1-1655288786.jpg

თუ დანიშნულება ატვირთული გაქვთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალიდან, დასკვნისთვის კვლავ მიაკითხეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს, სადაც მიიღებთ პოლიფარმაციის ჯგუფის რეკომენდაციას დანიშნულების თაობაზე („დანიშნულებას სჭირდება კორექცია/დანიშნულებას არ სჭირდება კორექცია“. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულებას სჭირდება კორექცია, მითითებული იქნება შესაბამისი კრიტერიუმი, ხოლო მის გასწვრივ ჩაწერილ დანიშნულებაში კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის ნომერი/რიგითობა).

წყარო: BPN.ge