როგორ მოვამზადოთ აფხაზურა ხბოს გულღვიძლით და მაყვლით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ აფხაზურა ხბოს გულღვიძლით და მაყვლით

 

ხბოს გულღვიძლი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვთუთქოთ დიდ ნაჭრებად.

 

შემდეგ გულღვიძლი დავჭრათ ძალიან პატარა ნაჭრებად. წვრილად დავაჭრათ ხხვი, ნიორი, დავუმატოთ სუნელები, სუმახი და მაყვალი. მოვაყაროთ დაჭრილ გულღვიძლს მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

 

მიღებული მასა შევახვიოთ ბადექონში.

 

აფხაზურა შევწვით ტაფაზე. მოცემულ კერძში შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული მაყვალი.

 

შეგიძლიათ აფხაზურას ზევიდან მოაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.