როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს

სამხრეთ აფრიკისა და სხვა აზიური თემების ზოგიერთი ტომისთვის ცხვირის პირსინგის ხელოვნება რამდენიმე საუკუნით თარიღდება. ზოგს ის მხოლოდ სხეულზე აქვს, ზოგი კი მას მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც რელიგიური რიტუალის ნაწილს. როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია პროცედურის დასრულების შემდეგ ჭრილობის სათანადო მოვლა. თავად პროცედურა შესაძლოა ძალიან მტკივნეული არ არის, თუმცა საკუთარ თავს უფრო მეტ ტკივილს მიაყენებთ, თუ მას სათანადოდ არ მოუვლით.

შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

გაწმინდეთ ცხვირის პირსინგი და სამკაულები დღეში ორჯერ, რადგან მის ირგვლივ სისხლის პლაზმა წარმოიქმნება. გასასუფთავებლად გამოიყენეთ ბამბის ტამპონი და მარილის თბილი ხსნარი. გამოიყენეთ ბეტადინის ხსნარი პროცედურის შემდეგ, ან ნებისმიერი ბრენდის ქირურგიული სკრაბი მარლის ბალიშით. აღნიშნული ხსნარი ნაზად მოქმედებს ჭრილობაზე. არ გამოიყენოთ წყალბადის პეროქსიდის ხსნარი, რადგან ის გააღიზიანებს ჭრილობას. თუ თქვენ გაქვთ ალერგიის რომელიმე ფორმა, გონივრული იქნება დაუკავშირდეთ ექიმს, რათა გაიგოთ, თუ რა იქნება თქვენთვის საუკეთესო.

ცხვირის პირსინგი სათამაშო არ არის. არ ეთამაშოთ მას და არ აწვალოთ ხშირად. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ არ ვართ მიჩვეული სამკაულის გამოყენებას, როგორიცაა ყელსაბამი ან სამაჯური, ჩვენ ხშირად ვათამაშებთ მათ სანამ საბოლოოდ შევეჩვევით. ცხვირის პირსინგი გამონაკლისი არ არის, ამიტომ შეეცადეთ თავი შეიკავოთ მისი წვალებისგან, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და გახანგრძლივდება შეხორცების პროცესი.

ნორმალურია, რომ პირსინგის მიდამოები მოწითალო და შეშუპებული გახდეს. მის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულის ცივი კომპრესი. თუ ტკივილი გაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებლები. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან დოზირებისა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შესახებ, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.

სახე დაბანისას სწრაფი გახეხვის ნაცვლად, რბილი პირსახოცით შეიმშრალეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოგძვრეთ სამკაული უხეში მოძრაობების დროს.

თუ თქვენ ამ რჩევების მიუხედავად გაწუხებთ ტკივილები და შეშუპება, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

წყარო: howtodothings.com