როგორ აღვადგინოთ ძველი Facebook ანგარიში email-ით ან SMS-ით - rogor.ge

როგორ აღვადგინოთ ძველი Facebook ანგარიში email-ით ან SMS-ით

ელექტრონული ფოსტის ან SMS-ის მეშვეობით

გადადით ბრაუზერში https://www.facebook.com. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ვებ-ბრაუზერი კომპიუტერში - Windows ან macOS.

1-1655113917.jpg

თუ ავტორიზებული ხართ სხვა/ახალი ანგარიშით, დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეზე და მენიუს ქვადა ნაწილში აირჩიეთ გამოსვლა (Log Out).

დააჭირეთ “Forgot account?” (დაგავიწყდა ანგარიში). ის განთავსებულია იმეილის და პაროლის შესაყვანი ველების დაბლა.

2-1655113954.jpg

შეიყვანეთ თქვენი ანგარიშის იდენტიფიკატორი და დააჭირეთ ძებნას. შეიყვანეთ თქვენი ე. ფოსტის მისამართი, ან ტელეფონის ნომერი ველში - „ტელეფონი ან ელ.ფოსტის მისამართი“. გამოჩნდება Facebook ანგარიშების სია, რომლებიც ემთხვევა თქვენ მიერ შეყვანილ საძიებო მოთხოვნას.

3-1655113985.jpg

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი სრული სახელი, ან მომხმარებლის სახელი, თუ დაგავიწყდათ ელ.ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ძველ ანგარიშთან.

დააწკაპუნეთ „ეს ჩემი ანგარიშია“ - თქვენი ძველი ანგარიშის გვერდით. ეს ღილაკი აქვს ყველა ანგარიშის, ძიების შედეგების სიაში. დააჭირეთ ღილაკს თქვენი ძველი ანგარიშის გვერდით.

4-1655114044.jpg

თუ თქვენი ძველი ანგარიში არ აღმოჩნდება ჩამონათვალში, შეიყვანეთ სხვა საძიებო სიტყვა.

აირჩიეთ პაროლის განახლების მეთოდი და დააჭირეთ გაგრძელებას. პაროლი შეგიძლიათ განაახლოთ ელექტრონული ფოსტით, ან SMS-ით.

5-1655114091.jpg

თუ არ გაქვთ წვდომა თქვენს ძველ ანგარიშთან დაკავშირებულ იმეილზე, ან ტელეფონის ნომერზე, შეგიძლიათ აღადგინოთ იგი პირადობის მოწმობით.

გახსენით ელ.წერილი ან SMS შეტყობინება Facebook-დან. მასში ნახავთ 6-ნიშნა კოდს, რომლითაც შეგიძლიათ ძველი ანგარიშის პაროლის აღდგენა.

6-1655114132.jpg

შეიყვანეთ თქვენი 6-ნიშნა კოდი და შემდეგ დააჭირეთ გაგრძელებას. კოდი მოგივათ ელფოსტაზე ან SMS-ით.

7-1655114153.jpg

შეიყვანეთ ახალი პაროლი და შემდეგ დააჭირეთ გაგრძელებას. ახალი პაროლი უნდა იყოს მინიმუმ 6 სიმბოლოსგან შემდგარი. თქვენ შეხვალთ თქვენს ძველ Facebook ანგარიშში. ძლიერი პაროლის შესაქმნელად, გირჩევთ, შეიყვანოთ ასოების, რიცხვების და სპეციალური სიმბოლოების კომბინაცია.

8-1655114173.jpg