როგორ ვითამაშოთ HORIZON FORBIDDEN WEST - სრული გეიმფლეი - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ HORIZON FORBIDDEN WEST - სრული გეიმფლეი

ის არის მრავალ გზის კრიტიკოსების აღიარებული 2017 წლის Horizon Zero Dawn-ის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი გაგრძელება რომლის პრემიერა დაგეგმილია 2021 წელს PlayStation 5-ის და PlayStation 4-ის კონსოლებზე.

მოქმედებები ვითარდება პოსტ აპოკალიფსურ "ღია მსოფლიო"-ში მესამე პირის პერსპექტივით. Horizon II-ში გრძელდება მთავარი გმირი ელოის (Aloy) შთამბეჭდავი ისტორია 31-ე საუკუნეში, ნორას ტომის ახალგაზრდა მონადირე გოგონას, რომელიც გაგზავნილი იქნა იდუმალი საზღვრისკენ რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების (US) ტერიტორიას "ყოფილ" შტატ იუტიდან - წყნარი ოკეანეს სანაპირომდე მისიით იპოვოს იდუმალი ჭირის წყარო, რომელიც კლავს ყველაფერს, რასაც აინფიცირებს.

Horizon Forbidden West - მოქმედებითი, სათავგადასავლო, როლური ვიდეო თამაში "ინტერაქტიური კინოს" ელემენტებით და მესამე პირის პერსპექტივით. როგორც წინა ნაწილში "Horizon II"-შიც მთავარი გმირია ნორას ტომის ახალგაზრდა, მონადირე გოგონა სახელით ელოი (Aloy). მოქმედებები ვითარდება ღია მსოფლიოში იდუმალებით მოცულ პოსტ აპოკალიფსურ ტერიტორიაზე სახელად "Forbidden West" (ქართ. აკრძალული დასავლეთი) რომელიც მოიცავს იუტას, ნევადას და კალიფორნიის შტატებს. რუქა უფრო დიდი იქნება ვიდრე მისი წინამორბედი, სავსეა საიდუმლოებებით, რომლებიც "ძველების" სამყაროს ნანგრევების ქვეშ მდებარეობს. ვიდეო თამაშში წარმოდგენილი იქნება უამრავი საკულტო ადგილები, მათ შორის სან-ფრანცისკოს ნანგრევები და იოსემიტის ხეობა, სხვადასხვა ბიომებით. გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი დამატებაა წყალქვეშა გამოკვლევის ელემენტია. მოთამაშეებს შეეძლებათ აღმოაჩინონ საიდუმლოებები ზღვების, ტბებისა და მდინარეების ზედაპირის ქვეშ.