ნაგვის ყუთის 5 მარტივი ხრიკი, რომელიც გაგიადვილებთ ცხოვრებას - rogor.ge

ნაგვის ყუთის 5 მარტივი ხრიკი, რომელიც გაგიადვილებთ ცხოვრებას

სცადეთ ნაგვის პარკის გამოცვლის ახალი გზა

1-1654931588.png

ვინ იცოდა, რომ ნაგვის პარკის გამოცვლის ერთზე მეტი გზა არსებობდა? უმეტესობა ჩვენგანი ყოველთვის ცვლის ნაგვის პარკს ერთნაირად: იღებს ურნიდან ყუთს, შემოაკრავს პარკს და ფსკერამდე ჩააქვს. ეს მეთოდი მუშაობს, მაგრამ ხმაურიანია. არის უფრო მარტივი მეთოდიც. შემდეგ ჯერზე, უბრალოდ გაშალეთ ნაგვის პარკის თავი და შემოაცვით ნაგვის ყუთს. შემდეგ, დააგდეთ რამე პარკზე, რომ ის ყუთის ძირამდე ჩავიდეს.

შექმენით შიგნითა შთამნთქმელი ფენა

თუ თქვენი ნაგავი ხშრად ჟონავს, უმჯობესია შეავსოთ ახალი ნაგვის პარკის ქვედა ნაწილი შთამნთქმელი მასალით. გამოიყენეთ ნებისმიერი არარეციკლირებადი ქაღალდის პროდუქტი (როგორიცაა გამოყენებული ქაღალდის პირსახოცები, ან მუყაოს ყუთები) შესანიშნავია ამ მიზნისთვის. მოათავსეთ ისინი ნაგვის ტომრის ძირში, რათა შეიწოვოს სითხე, სანამ ის მთელ იატაკზე ჩამოიწურება, როცა ნაგვის ურნას დაცლით.

გამოიყენეთ დასამაგრებელი სარჭები

1-1654931974.png

ყველა ნაგვის პარკი არ არის ერთნაირი ხარისხის. შეიძლება იყოს დაბალი ხარისხის ან არასწორი ზომის. როდესაც ნაგვის პარკი ივსება, მისი თავი ძვრება და ურნაში სრიალებს. ამიტომაც მიამაგრეთ სარჭებით პარკის თავი, ნაგვის ურნას.

გამოიყენეთ ეთერზეთები სუნის გასაქრობად

1-1654932124.png

სამზარეულოს ნაგავს სუნი ასდის. ეთერზეთების გამოყენება არის ერთ-ერთი გზაა თქვენი ნაგვის უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ქაღალდის პირსახოცზე დაასხით თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. ჩააგდეთ იგი ურნის ძირში, სანამ ახალ ნაგვის ტომარას მოათავსებთ ურნაში.

გაუკეთეთ ურნას ხვრელი

1-1654932227.png

შესაძლოა, ეს სიტუაცია გეცნობათ: მიდიხარ ნაგვის ურნის დასაცლელად და სავსე პარკს არ სურს ადგილიდან დაძვრა. ის თითქოს ურნაშია ჩაბეტონებული. რაც უფრო ძლიერად ქაჩავთ, მით უფრო იჭედება. შესაბამისად, მის ამოღებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. გააკეთეთ ხვრელი ნაგვის ურნის ძირზე, რათა ჰაერის ცირკულაცია მოხდეს ურნაში, და თავიდან აიცილოთ ვაკუუმის ეფექტი. ამგვარად, ნაგვის პარკის ამოღებას ადვილად შეძლებთ მაშინაც კი, როცა ის მთლიანად სავსე იქნება.

წყარო: ehow.com