როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი თილისმა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - rogor.ge

როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი თილისმა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ ბოლო პერიოდში, ხშირად ცუდ ხასიათზე ხართ, სისუსტეს გრძნობთ და ფიქრობთ, რომ საქმეები ცუდად მიგდით, კარგი იქნება თუ თილისმის ტარებას დაიწყებთ.

ვერძი

ვერძის თილისმა გახლავთ რკინა. შეგიძლიათ ოქროს ან მეტალის სამკაული ატაროთ. სასურველი ფიგურებია: ისარი, ურო ან დაშნა. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ, ან უბრალოდ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რომელიც გაინტერესებთ, უბრალოდ დაწექით და შუბლზე ოქროს რაიმე ნივთი დაიდეთ.

იღბლიანი რიცხვები: 4, 7, 9, 11

იღბლიანი დღეები: ორშაბათი, კვირა

კურო

ამაყი და ვნებიანი კურო პერიოდულად სიმშვიდეს და დასვენებას საჭიროებს. კუროს თილისმაა - ბუ. ბუ შეიძლება დამზადებული იყოს ქვისგან ან ხისგან. ასევე, კუროების თილისმად შეიძლება ჩაითვალოს საფირი და ფირუზი.

იღბლიანი რიცხვები: 2, 4, 16, 6

იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი

ტყუპები

ტყუპების თილისმა გახლავთ ჯაჭვზე ჩამოკიდებული მომცრო კულონი, მაგალითად ვერცხლის გასაღები. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ გაუძლოთ ნებისმიერ გამოწვევას და გახსნას თქვენი საუკეთესო თვისებები. ტყუპების სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს ასევე ხელი, ნიღაბი და ვარსკვლავი. უმჯობესია თუ წითელ ან პერლამუტრის ფერებს აირჩევთ.

იღბლიანი რიცხვები: 3, 5

იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, კვირა

კირჩხიბი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ისეთივე მარტოსულები და იდუმალები არიან, როგორც მთვარე. ამიტომ, სწორედ მთვარის გამოსახულება გახლავთ მათთვის საუკეთესო თილისმა. საუკეთესო მეტალი - ვერცხლია. სასურველია, თუ ვერცხლის კულონში ცივი ფერების გამჭვირვალე ქვები იქნება ჩასმული. თილისმად ასევე გამოდგება: ლილია, სპილო, ლოტოსი ან უბრალოდ მარგალიტის მძივი.

იღბლიანი რიცხვები: 2, 4, 8

იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი

ლომი

ლომებს მოცულობითი და მსხვილი სამკაული უხდებათ. უმჯობესია გულთან ახლოს მდებარეობდეს. ყველაზე იღბლიანი თილისმა არის ოქროს მონეტა ან მედალიონი. ასევე, კარგია არწივის სიმბოლოც. შეარჩიეთ წითელი ან ქარვისფერი ქვები.

იღბლიანი რიცხვები: 1, 5, 9, 11

იღბლიანი დღეები: კვირა

ქალწული

ქალწულის თილისმად შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვისგან გაკეთებული ფიგურა, რადგან ამ ნიშნის სტიქია არის მიწა. ეს შეიძლება იყოს ძვირფასი მინერალიც, მაგრამ შემთხვევით ნაპოვნ პატარა ქვას უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია. ქალწულებს წარმატებას მოუტანს ასევე ხელნაწერები - ძველებურ ენებზე.

იღბლიანი რიცხვები: 3, 5

იღბლიანი დღეები: სამშაბათი

სასწორი

სასწორებს წარმატებას მოუტანს ბეჭედი არათითზე, რომელიც გაწყობილი იქნება ოპალით, ონიქსით ან ნეფრიტით. სამკაული შეიძლება იყოს ოქროსიც და ვერცხლისაც. არანაკლები სიძლიერის თილისმაა - გულის სიმბოლოც. საუკეთესო ვარიანტია - გულის ფორმის ვერცხლის კულონი. ასევე, თილისმებად გამოდგება ხუთფურცლიანი ყვავილი, მზესუმზირა, პეპელა, გედი, მტრედი, მერცხალი და ლანდიში.

იღბლიანი რიცხვები: 2, 5, 6, 9

იღბლიანი დღეები: ხუთშაბათი, შაბათი

მორიელი

მორიელს გააჩნია უნარი, ნებისმიერ ძვირფას ნივთს მაგიური ძალა შესძინოს. მათთვის საუკეთესო თილისმა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია. მორიელს მოუხდება შავი ვერცხლი და კულონი - ხოჭოს, გველის ან პირამიდის გამოსახულებით.

იღბლიანი რიცხვები: 9

იღბლიანი დღეები: ორშაბათი

მშვილდოსანი

მშვილდოსნის თილისმა გახლავთ ნალი. თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსნები მიწაზე მყარად უნდა იდგნენ. ნალი კი მათ წარმატებას მოუტანს. კიდევ ერთი თილისმა არის - სალამანდრა. ეს არსება, შუასაუკუნეებში ცეცხლის სულად ითვლებოდა. მშვილდოსანი კი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება. თილისმად ასევე გამოდგება ფრინველი ფენიქსი, წითელი და ლურჯი ფერის ქვები.

იღბლიანი რიცხვები: 3

იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი

თხის რქა

თხის რქები თავიანთ ძალებს ბნელი სამყაროდან იღებენ, რადგან ძველად, დემონის გამოსახულებას თხის თავი ჰქონდა. საუკეთესო თილისმა თხის რქისთვის შეიძლება გახდეს რაიმე ძველებური ნივთი - მონეტა, მედალიონი, ქვის ქანდაკება ან ძველებური საათი.

იღბლიანი რიცხვები: 3, 5, 7, 8, 14

იღბლიანი დღეები: ორშაბათი, შაბათი

მერწყული

მერწყულები უდიდესი ენერგიის მატარებლები არიან. მათი თილისმა არის ანგელოზი, ჩიტი ან ხელით გაკეთებული „სიზმრების დამჭერი“. საუკეთესო ქვებია: საფირი, ცირკონი, ამეთვისტო და აკვამარინი.

იღბლიანი რიცხვები: 2, 4, 8, 9, 11, 13

იღბლიანი დღეები: სამშაბათი, შაბათი

თევზები

თევზები მორცხვები და ჩაკეტილები არიან. მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. იდეალური თილისმა გახლავთ ნიჟარა. უმჯობესია, თუ მას სანაპიროზე შეიძენთ, ან თავად იპოვით.

იღბლიანი რიცხვები: 6, 7, 11

იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი

წყარო: beaumonde.ge