როგორ ვიმგზავროთ სიცხეში ავტობუსით - rogor.ge

როგორ ვიმგზავროთ სიცხეში ავტობუსით

ცივი წყალი

გაავსეთ წლის ბოთლი და შედგით საყინულეში გამგზავრების წინა საღამოს. ყინულიანი წყალი ნელა თბება. როდესაც ავტობუსში იქნებით, ყოველთვის გექნებათ ხელთ გრილი წყალი, რათა არ მოხდეს თქვენს ორგანიზმში გაუწყლოება (დეჰიტრადაცია). ყოველთვის მოერიდეთ მაღალი შაქრის შემცველობის სასმელებს.

მოერიდეთ მარილიან საკვებს

მარილიანი საკვები იწვევს პირის სიმშრალეს, რაც მოითხოვს მეტი წყლის მოხმარებას. ამიტომ ეცადეთ არ მიიღოთ მსგავსი საკვები, ტუალეტის პრობლემა რომ არ შეგექმნათ.

ჩაიცვით ფერადი ტანსაცმელი

ზაფხული არ არის შავი ტანსაცმელების სეზონი. ატარეთ ღია ფერის და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელშიც თავისუფლად იქნებით. თეთრი ფერი იდეალურია, რადგან არ იზიდავს მზის სხივებს.

წაიხემსეთ ჯანსაღად

დაჭერით თქვენი საყვარელი ხილი (ვაშლი, კენკრა და ატამი და სხვა) და შედგით საყინულეში ერთი დღით ადრე. შედეგად გექნებათ ჯანსაღი და გემრიელი საკვები, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სიგრილეს ავტობუსში მგზავრობის დროს.

მოათავსეთ თქვენი ლოსიონი და მზისგან დამცავი საშუალება მაცივარში

ისევ მაცივარს ვუბრუნდებით. შეინახეთ მზისგან დამცავი საშუალება და ნებისმიერი სხვა ლოსიონი მაცივარში. როდესაც მას კანზე წაისვამთ, მაშინვე გაგრილდებით. დაიმახსოვრეთ, რომ ავტობუსით მგზავრობა არ ნიშნავს იმას, რომ მზეს დაემალებით, ამიტომ სახლიდან გასვლამდე აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება.

გამოიყენეთ ელემენტებზე მომუშავე ვენტილატორი

ეს გენიალური ხელსაწყოები საუკუნეების განმავლობაში უნარჩუნებდნენ სიგრილეს ადამიანებს. ჩადეთ ინვესტიცია პატარა, პორტატულ ელემენტებზე მომუშავე ვენტილატორში და გამოიყენეთ ის სიცხისგან თავდასაცავად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის მარაო, თუმცა, თუმცა უფრო დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.