როგორ მოვამზადოთ ქათმის ჩახოხბილი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქათმის ჩახოხბილი

 

ქათამი გავტრუსოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ რვა ან ათ ნაჭრად. ხახვი და მწვანილები წვრილად დავკეპოთ. ხახვი მოვხრაკოთ კარაქში და დავამატოთ ქათმის ნაჭრები. ვშუშოთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

 

შემდეგ დავასხათ თეთრი ღვინო და ვამზადოთ დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში.

 

შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი გახეხილი პომიდორი. კანის გასაცლელად მოათავსეთ მთლიანი პომიდვრები ცხელ წყალში და გააჩერეთ ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ცივ წყალში და ეგრევე ამოიღეთ. კანი ძალზე ადვილად მოცილდება.

 

როგორც კი ქათმის ხორცი იქნება მზად, დაამატეთ გახეხილი ნიორი, დაფნა, მწვანილები, მარილი და წითელი წიწაკა. ადუღეთ კიდევ 3-4 წუთი და გადადგით ქვაბი ცეცხლიდან.