როგორ მოვამზადოთ 3 გემრიელი სოუსი, რომელიც ნებისმიერ პასტას "გადაარჩენს"
როდესაც დრო არ გაქვთ, აირჩიეთ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი სოუსის რეცეპტი, რომელიც ყოველდღიურ საკვებს გაამრავალფეროვნებს.
სოკოს სოუსი
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი1 ს/კ.
- ნიორი3-4 კბილი
- ხახვი 1 ცალი
- ახალი ან გაყინული სოკო 200 გ.
- ტომატის სოუსი 150 მლ.
- ოხრახუში2 ს/კ. ლ.
მომზადების მეთოდი:
ნიორი და ხახვი დაჭერით წვრილად, შეწვით ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი სოკო. თუშეთ იქამდე, სანამ სოკო არ დარბილდება. ბოლოს დაუმატეთ ტომატის სოუსი და დაჭრილი ოხრახუში.
სოუსი დაუმატეთ მაკარონს.
სახლის პესტო
ინგრედიენტები:
- ბაზილიკი 1 კონა
- თხილი 80 გ.
- გახეხილი პარმეზანი 100 გ.
- ზეითუნის ზეტი 100 მლ.
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების მეთოდი:
გარეცხეთ ბაზილიკი, წვრილად დაჭერით ღერები, ფოთლები დატოვეთ მთლიანი.
დააბლენდერეთ ბაზილიკი, თხილი და პარმეზანი. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი.
პესტოს დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ნაღების სოუსი
ინგრედიენტები:
- ცხიმიანი ნაღები 200 მლ.
- გახეხილი ყველი (მაგარი სახეობის) 3 ს/კ.
- ნაღების კარაქი 1 ჩ/კ.
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- ოხრახუში 2 ჩ/კ.
მომზადების მეთოდი:
ათქვიფეთ ნაღები ყველთან ერთად. სოუსი შეკმაზეთ მარილით და პილპილით. დაუმატეთ პასტას ნაღების კარაქი და დაასხით სოუსი. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!