როგორ მოვამზადოთ გამაგრილებელი სახლის ლომონათი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ გამაგრილებელი სახლის ლომონათი

ჩვენ მარწყვის და ლიმონის უგემრიელესი ლიმონათის მომზადებას გასწავლით.

გამოწურეთ 6 ლიმონის წვენი და გაატარეთ ბადე-საწურში. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხეთ.

2,5 ლიტრ წყალს დაუმატეთ ლიმონის ცედრა და წვენი. ჩაასხით 0,5 ლიტრი შაქრის სიროფი. მის მოსამზადებლად საჭიროა შაქრის გახსნა მდუღარე წყალში 1:2 თანაფარდობით. აურიეთ და დატოვეთ ცოტა ხნით.

3 ჭიქა მარწყვი დაჭყლიტეთ ჩანგლით და შეურიეთ ლიმონიან წყალს. რამდენიმე მოიტოვეთ ჭიქების გასაფორმებლად.

ლიმონათი გადაწურეთ ბადე-საწურში (შეგიძლიათ გამოიყენოთ მარლა), ჩაყარეთ ჭიქებში ყინულის კუბები, დაასხით ლიმონათი და გააფორმეთ მარწყვით.

capture-1654510382.jpg

გემრიელად მიირთვით!