როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი იღლიებიდან - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი იღლიებიდან

დილის ვარჯიშები

დილის გაწელვები - თქვენი საუკეთესო მეგობარია. თუკი გინდათ ხელების დათხელება, ჰანტელები გამოიყენეთ. სახლის პირობებში სავარჯიშოდ ნებისმიერი 2 კგ-მდე ჰანტელი დაგჭირდებათ, გასაწელად მეტი კილოგრამი არ არის საჭირო. ასწიეთ ხელები ქვემოდან ზემოთ მხრების სიმაღლეზე. როცა მხრებს გაუთანაბრებთ, დააფიქსირეთ ცოტა ხნით.

სავარჯიშო დარბაზი

თქვენს სპორტულ რაციონში უნდა ჩასვათ დარბაზში ვარჯიში. აქ ძირითადად მკერდის ვარჯიშები გჭირდებათ იმისათვის, რომ იღლიებზე ჩამოწელილი კანი მოიშოროთ თავიდან. პირველი, რასაც გვირჩევენ ფიტნესინსტრუქტორები, ეს არის 45-გრადუსიანი კუთხით, სკამზე ჰანტელების მეშვეობით ვარჯიში. მეორე ვარჯიში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, "პეპელას" სახელწოდებით ცნობილი ტრენაჟორია, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს მკერდის კუნთები.

ცურვა

ხელების გამკვრივებას ხელს უწყობს ცურვა. ახლა კი სწორედ ის პერიოდია, როცა თამამად შეგიძლიათ გაატაროთ უქმეები აუზზე ცურვაში.

განსაკუთრებული მოვლა

იმისათვის, რომ ვარჯიშის შედეგები გააუმჯობესოთ, აუცილებელია ხელის განსაკუთრებული მოვლა. კვირაში ერთხელ დრენაჟის ან ანტიცელულიტური ნიღბის მეშვეობით შეიფუთეთ ხელები. შემდგომ მსუბუქი ჩქმეტითი მოძრაობით დაიმასაჟეთ ხელი და დაიტანეთ ანტიცელულიტური საცხები. ეს უწყობს ხელს სისხლის მიმოქცევასა და ორგანიზმიდან ზედმეტ ცხიმს გამოდევნის, შედეგად კი კანი გაგიმკვრივდებათ.

კვება

რა თქმა უნდა, ვარჯიშის შემდგომ თუკი ფასტფუდებს მიირთმევთ და გაზიან სასმელს დაამატებთ - სასწაულის მოლოდინში ნუ იქნებით. გირჩევთ, ჯანსაღი კვებისკენ აიღოთ გეზი. განსაკუთრებული დიეტა იღლიების გასახდომად არ არსებობს, თუმცა ბევრად მსუბუქად იქნებით, თუკი ბურღულეულს ან წიწიბურას მიირთმევთ ვარჯიშამდე - რაც მეტ ენერგიას მოგცემთ, ხოლო შემდეგ - თევზი, ზღვის პროდუქტები და კვერცხი. ეს ცილებით მდიდარი პროდუქტია, რაც კუნთების აღდგენაში დაგეხმარებათ.

წყარო: marao.ge