როგორ გამოვცვალოთ საბურავი
იპოვეთ ბრტყელი, სტაბილური და უსაფრთხო ადგილი თქვენი საბურავის გამოსაცვლელად. თქვენ უნდა გქონდეთ მყარი, თანაბარი ზედაპირი, რომელიც შეზღუდავს მანქანის გორვას. თუ გზასთან ახლოს იმყოფებით, გააჩერეთ შუქნიშნისგან რაც შეიძლება შორს და ჩართეთ ავარიულები. მოერიდეთ რბილ მიწას და ბორცვებს.
ამოსწიეთ ხელის მუხრუჭი, დააყენეთ მანქანა პარკირების პრინციპით. თუ თქვენ გაქვთ სტანდარტული გადაცემათა კოლოფი, ჩააგდეთ თქვენი მანქანა პირველში ან თავისუფალში.
დაუდეთ წინა და უკანა საბურავებს მძიმე საგნები (მაგ. ქვა, ბეტონი, სათადარიგო ბორბალი და ა.შ.)
ამოიღეთ სათადარიგო საბურავი და დომკრატი. მოათავსეთ დომკრატი მანქანის ქვეშ და იმ საბურავის მახლობლად, რომლის შეცვლასაც აპირებთ. თუ დომკრატს სწორ ადგილას არ მოათავსებთ, აწევისას ის დაბზარავს პლასტმასს. იგი მყარად უნდა იყოს მოთავსებული მანქანის ქვედა მხარეს მიწის პერპენდიკულარულად.
მოხსენით დისკს საფარი და დაატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბოლტები. მოხსენით თითოეული ბოლტი შესაბამისი ზომის გასაღებით.
აწიეთ დომკრატი საკმაოდ მაღლა, რათა შეძლოთ გაფუჭებული საბურავის შეცვლა სათადარიგოთი. როცა აწევთ, დარწმუნდით, რომ მანქანა სტაბილურია. თუ რაიმე არასტაბილურობას შეამჩნევთ, ჩამოწიეთ დომკრატი და მოაგვარეთ პრობლემა მანქანის სრულად აწევამდე.თუ შეამჩნევთ, რომ დომკრატი ზედმეტად აწეულია კუთხის მხრიდან ან დახრილი, მოათავსეთ იგი ისე, რომ თანაბრად აიწიოს ზემოთ.
ბორბლის ხრახნები გადაატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ, შემდეგ კი მოხსენით საბურავი.
დააყენეთ სათადარიგო ბორბალი საყრდენ საკისარზე. ბორბლის რგოლი გაუსწორეთ ბოლტებს და დაამაგრეთ.
დაამაგრეთ ბოლტები.
კარგად გადაუჭირეთ ქანჩით და დაუშვით დომკრატი. შეცვლილი ბორბალი საბარგულში მოათავსეთ.
წყარო: wikihow.com