როგორ მოვამზადოთ ჩანახი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ჩანახი

 

ბადრიჯანი გავრეცხოთ, ჩავჭრათ შუაში. შიგნით მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. პომიდორი გავრეცოხთ, ამოვუღოთ შუა გული და მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. კარტოფილი გავფრცქვნათ და დავჭრათ დიდ ნაჭრებად. ცხვრს ხორცი დავჭრათ საშუალო თანაბარ ნაჭრებად. ხახვი, მოცემული მწვანილები და მწვანე წიწაკა შევურიოთ ერთმანეთში.

 

დუმის ნაჭრები შევბრაწოთ ტაფაზე.

 

თითოეულ ბადრიჯანში და პომიდორში მოვათავსოთ ორი-სამი ნაჭერი შებრაწული დუმა, ორი გარჩეული ნივრის კბილი და დავტენოთ ხახვის, მწვანილების და მწვანე წიწაკის ნაზავით.

 

ღრმა ტაფაში ჩავასხათ 25 გრ. ზეთი და 25 გრ. დუმის გამდნარი ცხიმი. ამავე ტაფაზე მოვათავსოთ გატენილი ბადრიჯანი და პომიდორი. შევწვათ საშუალო ცეცხლზე.

 

ღუმელის გახურებულ ტაფაზე დავასხათ 25 გრ. ზეთი და 25 გრ. დუმის გამდნარი ცხიმი და ზედ მოვათავსოთ კარტოფილი და ბატკნის ნაჭრები, დავასხათ თეთრი ღვინო.

 

შევწვათ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე მომზადებამდე.

 

შემწვარი კარტოფილი და ბატკნის ხორცი მოვათავსოთ ტაფაში პომიდორთან და ბადრიჯანთან ერთად და დახურული თავსახურის ქვეშ ვამზადოთ კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში. სასურველია მომზადებული ჩანახი გავაჩეროთ ტაფაში 30 წუთის განმავლობაში.

 

მომზადებულ კერძს შეგიძლიათ მოაყაროთ ცოცხალი მწვაბილების ნაკრები.