როგორ ვუშველოთ თვალის გადაღლას - rogor.ge

როგორ ვუშველოთ თვალის გადაღლას

საბედნიეროდ, არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შესაძლებელია ამ პრობლემის მარტივად მოგვარება.

დაიდეთ თბილი ხელსახოცი

1-1654150584.jpg

თბილი წყალი სწრაფად აჩერებს ქავილს და ცრემლდენას. აიღეთ სუფთა ქსოვილი და გაავლეთ ნელთბილ წყალში. გაწურეთ ბოლომდე, შემდეგ დაიდეთ თვალებზე 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ გაცივდება.

სცადეთ თვალის დახუჭვა

1-1654150653.jpg

პალმინგი(თვალის ვარჯიში) ამშვიდებს თვალებს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. როცა გრძნობთ თვალების გადაღლას, დაიდეთ ხელისგულები დახუჭულ თვალებზე. დარწმუნდით, რომ სინათლე არ შემოდის თქვენს ხელებში, რათა თვალები მთლიანად დაასვენოთ. ეს მეთოდი, რომელსაც ასევე ბეიტსის მეთოდს უწოდებენ, გეხმარებათ თვალების დამშვიდებასა და მოდუნებაში მათი შემდგომი გაღიზიანების გარეშე. იმისათვის, რომ თვალები კიდევ უფრო მოდუნდეს, დაწექით ზურგზე, მოხარეთ მუხლები, ხელები თვალებზე დაიდეთ და მთელი სხეული დაასვენეთ თვალების დახუჭვისას.

დაიდეთ მწვანე ჩაის პაკეტი ქუთუთოებზე 30 წუთის განმავლობაში

1-1654150696.jpg

ჩადეთ 2 მწვანე ჩაის პაკეტი ადუღებულ წყალში 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ ზედმეტი წყალი. ჩაის პაკეტები გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, დაიდეთ დახუჭულ თვალებზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ხანგრძლივად ჩაის პაკეტების გამოყენება ასევე დაგეხმარებათ თვალების ირგვლივ სისხლძარღვების შევიწროებაში, რამაც შეიძლება შეამციროს სიმუქე და შეშუპება. იმისათვის, რომ ჩაის პაკეტები სწრაფად გაგრილდეს, შედეთ მაცივარში 10 წუთით.

დაარეგულირეთ ოთახის განათება

1-1654150771.jpg

სწორი განათება შეუნარჩუნებს თქვენს თვალებს სიმშვიდის შეგრძნებას. თუ ტელევიზორს უყურებთ, ოთახი ოდნავ გაანათეთ. როდესაც კითხულობთ, შუქი მიმართული უნდა იყოს თქვენს საკითხავ მასალაზე და არა თვალებისკენ. თუ კომპიუტერზე მუშაობთ, დაარეგულირეთ ეკრანის განათება ისე, რომ შეესაბამებოდეს ოთახის განათებას.

გამოიყენეთ ეკრანისგან დამცავი სათვალე

თუ ხედავთ, რომ მთელი დღე კომპიუტერის ყურების შემდეგ თვალები გეღლებათ, გამოიყენეთ სინათლის მგრძნობელობის სათვალე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკითხავი სათვალეები, რათა დაეხმაროთ თქვენს თვალებს კომპიუტერის ეკრანზე ფოკუსირებაში.

დაატენიანეთ თქვენი სახლი

1-1654150860.jpg

მშრალმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების სიმშრალე, რაც იწვევს გაღიზიანებას. თუ მშრალი კლიმატია თქვენ გარშემო, დაატენიანეთ ოთახი, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. თუ გაღვიძებისას თვალები გამოგიშრათ, სცადეთ ბევრი წყლის დალევა. თქვენი კანი დეჰიდრატირებულია ღამით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების სიმშრალე და გაღიზიანება.

გამოიყენეთ თვალის პაჩები

v4-728px-get-rid-of-tired-eyes-step-11-1654150912.jpg.jpg

თვალის პაჩები ამშვიდებს კანს და ამცირებს სიმუქეს. როდესაც თქვენი თვალები დაძაბულია, ისინი შეიძლება ჩვეულებრივზე ოდნავ მუქი ან შეშუპებული იყოს. თუ ეს ასეა, გამოიყენეთ თვალის პაჩები თვალის ქვეშ, რომლებიც შეიცავს კოფეინს ან K ვიტამინს. დაახლოებით 1 თვის შემდეგ, თქვენ უნდა შეამჩნიოთ ნაკლებად გამომშრალი კანი და ნაკლები ნაოჭები თვალების გარშემო.

გამოიყენეთ თვალის ქონსილერი

1-1654150934.jpg

ჩაშავებული თვალების დაფარვა შეგიძლიათ თვალის კონსილერით. თუ თვალების ირგვლივ კანი გამომშრალია, წაისვით დამატენიანებელი თვალის კრემი კონსილერის წასმამდე.

წყარო: wikihow.com