როგორ მოვამზადოთ პროტეინის კოქტეილი კუნთის მასის მოსამატებლად - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ პროტეინის კოქტეილი კუნთის მასის მოსამატებლად

თუ სპორტდარბაზში დადიხართ და გსურთ კუნთების ზომა გაზარდოთ, ორგანიზმს სჭირდება საკმარისი რაოდენობის ცილა. ბოლოს და ბოლოს, მისგან შედგება კუნთებიც!

გთავაზობთ პროტეინის კოქტეილის რამდენიმე რეცეპტს, რომლის მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ:

კაკაოს კოქტეილი

1-1653998953.jpg

ინგრედიენტები:

  • ხაჭო 300 გ.
  • რძე 15% - 200 მლ.
  • წყალი 100 მლ.
  • კაკაო 1 ს/კ.

მომზადება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

კოქტეილი ბანანით და თხილეულით

2-1653999077.jpg

ინგრედიენტები:

  • რძე 15% - 50 მლ
  • ხაჭო 15% - 200 გ.
  • მწიფე ბანანი 300 გ.
  • ნუში, ქეშიუ - 30 გ.
  • თაფლი 2 ს/კ.

მომზადება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დალიეთ ორჯერ დღეში: დრის პირველ და მეორე ნახევარში.

მარწყვის კოქტეილი ნაყინით

capture-1653999264.jpg

ინგრედიენტები:

  • რძე 15% - 200 მლ
  • ნაყინი - 100 გ.
  • მარწყვი 100 გ.
  • კვერცხი - 1 ც.

მომზადება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დალიეთ ვარჯიშამდე 1 სთ-ით ადრე.

თეა ინასარიძე