როგორ წავისვათ ავტორუჯი სწორად
აირჩიეთ აუტორუჯის ტიპი
ავტორუჯის ბევრნაირი პროდუქტი არსებობს და არჩევანის გაკეთება არ არის მარტივი. ზოგიერთი ავტორუჯი საშუალებას იძლევა თანდათანობით მიიღოთ რუჯი რამდენიმე დღის, ან კვირის განმავლობაში. ზოგი კი წასმისთანავე მისცემს თქვენს კანს შეფერილობას. ზოგი ავტორუჯის მოქმედება გრძელვადიანია, ზოგი კი ეფექტს ერთი კვირის ან რამდენიმე დღის მერე კარგავს.
მოიშორეთ თმა იმ ადგილებიდან, სადაც ავტორუჯი უნდა წაისვათ
თმამ შეიძლება ხელი შეუშალოს აუტორუჯის წასმას. შეიძლება დაგჭირდეთ ფეხების (და საჭიროების შემთხვევაში ხელების) გაპარსვა, რათა დარწმუნდეთ, რომ კმაყოფილი იქნებით თქვენი რუჯის საბოლოო შედეგით.
გაიწმინდეთ კანი
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კანის ტიპი, უმჯობესია გარუჯვამდე კარგად გაიწმინდოთ შხაპის ქვეშ. გაცილებით რთულია ავტორუჯის თანაბრად წასმა დაუმუშავებელ კანზე. აქერცლისთვის გამოიყენეთ სარეცხი პირსახოცი, ან სკრაბი, რომ მოაშოროთ კანის მკვდარი უჯრედები და კარგად გაასუფთავოთ ყველა ის ადგილი, რომლის გარუჯვაც გსურთ. დააატენიანეთ კანი აქერცლის შემდეგ, განსაკუთრებით თუ თქვენი კანი მშრალია. ზოგიერთ ავტორუჯს აქვს დამატენიანებელი ეფექტიც, მაგრამ ყველას არა.
გაშრობა
მნიშვნელოვანია, რომ ავტორუჯის დროს თქვენი კანი მთლიანად მშრალი იყოს. არ უნდა გაოფლიანდეთ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში, არ გამოიყენოთ მაკიაჟი, ლოსიონი, დეზოდორანტი, ან რაიმე სხვა პროდუქტი, რომელიც ხელს შეუშლის გარუჯვის პროცესს, რომლისთვისაც რამდენიმე საათი დაგჭირდებათ. ნაჩქარევი რუჯის შედეგი არ იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი.
გამოიყენეთ რუჯის ხელთათმანი
ეს დაიცავს თქვენს ხელებს ნარინჯისფერი შეფერილობისგან. თუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური ხელთათმანი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადიც.
წაისვით ავტორუჯი ფეხებზე, ტანზე და მკლავებზე
დაიწყეთ ავტორუჯის წასმა ტერფებიდან ტანისკენ. ხელისგულზე შეიზილეთ ავტორუჯი და წაისვით ხელთათმანის მეშვეობით წრიული მოძრაობებით. მიჰყევით თქვენი ავტორუჯის ინსტრუქციას, რათა დაადგინოთ, რამდენხანს უნდა გაიჩეროთ იგი.
თუ თქვენ იყენებთ სპრეის ავტორუჯს, მიჰყევით ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა მანძილზე უნდა დაიჭიროთ სპრეი თქვენი სხეულიდან და რამდენხანს უნდა გაიჩეროთ. ზედმეტად ახლოს დაჭერამ ან დიდხანს შესხურებამ შეიძლება გამოიწვიოს რუჯის არათანაბარი განაწილება. ფრთხილად იყავით, რომ ზედა ტუჩზე ზედმეტად არ წაისვათ ავტორუჯი, რადგან ეს ზონა უფრო მეტ ლოსიონს შთანთქავს, ვიდრე სახის სხვა უბნები. არ დაგავიწყდეთ მისი წასმა ყურების და კისრის უკან, განსაკუთრებით თუ მოკლე თმა გაქვთ.
ხანგრძლივობა
პირველი 15 წუთის განმავლობაში მოერიდეთ ვინმესთან ან რამესთან კონტაქტს. არ ჩაიცვათ სამოსი ერთი საათის განმავლობაში. მოერიდეთ წყალს ან რაიმეს გაკეთებას, რაც გაგაოფლიანებთ. შეეცადეთ დაელოდოთ 8 საათი, შხაპის მიღებამდე ან ხელახლა ბანაობამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. არ გამოიყენოთ ტანის დასაბანი ღრუბელი.
წყარო: wikihow.com